საერთაშორისო

3:20 | 8.09.2017 | ნანახია 2052 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი: ჩეიკამ და კუციამ შემადგენლობები დაასახელეს

რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) 2017 წლის გათამაშების მესამე ტურის მატჩისთვის ავსტრალიის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებმა შემადგენლობები გამოაქვეყნეს.

“ვოლაბების” მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ჩეიკამ “ოლ ბლექსთან” წაგებული (29:35) მატჩის ძირითადი შემადგენლობიდან ოთხი მოთამაშე შეცვალა. პირველ ხაზში კვაჭის პოზიციაზე სტეფენ მურის ნაცვლად ტატაფუ პოლოტა-ნაუ ითამაშებს, ხოლო ბურჯის პოზიციაზე ალან ალაალატოას სეკოპე კეპუ ჩაანაცვლებს, ხოლო მეორე ხაზში რობ სიმონსს რორი არნოლდი შეცვლის. ერთადერთი და ისიც იძულებითი ცვლილებაა უკანა ხაზში – ტრავმირებულ გარემარბ დეინ ჰეილეტ-პეტის რის ჰოჯი შეცვლის.

ავსტრალიის ნაკრები ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

უკანა ხაზი

15. იზრაელ ფოლაუ (57 კეპი), 14. ჰენრი სპეიტი (14), 13. ტევიტა კურიდრანი (49), 12. ქერთლი ბილი (62), 11. რის ჰოჯი (15), 10. ბერნარდ ფოლი (47), 9. უილ გენია (80);

შერკინება

1. სკოტ სიო (34), 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ (73), 3. სეკოპე კეპუ (82), 4. რორი არნოლდი (14), 5. ადამ კოულმენი (13), 6. ნედ ჰანიგანი (5), 7. მაიკლ ჰუპერი (კაპიტანი, 70), 8. შონ მაკმაჰონი (17);

მარქაფა

16. ჯორდან უელესი (0), 17. ტომ რობერტსონი (11), 18. ალან ალაალატოა (14), 19. რობ სიმონსი (73), 20. ჯეკ დემპსი (1), 21. ნიკ ფიპსი (53), 22. სამუ კერევი (9), 23. კურტის რონა (1).

მხოლოდ ორი ცვლილებაა “ქურციკების” რიგებში. ალისტერ კუციას გადაწყვეტილებით, მეორეხაზელი ფრანკო მოსტერტს დასვენების საშუალება მიეცემა და მის ნაცვლად პიტერ-სტეფ დუ ტოი ითამაშებს. რაც შეეხება მეორე ცვლილებას, ტრავმა მოიშუშა ჰავბექმა როს კრონიემ და შესაბამისად, ფრანსუა ჰუგაარდის ადგილს დაიკავებს.

“ქურციკების” შემადგენლობა ასეთია:

უკანა ხაზი

15. ადრიეს კუცია (5 კეპი), 14. რეიმონდ რულე (5), 13. ჯესი კრიელი (21), 12. იან სერფონტეინი (31), 11. ქორნალ სკოსანი (5), 10. ელტონ იანტისი (16), 9. როს კრონიე (3);

შერკინება

1. ტენდაი მტავარირა (92), 2. მალკოლმ მარქსი (7), 3. კოენიე ოოსტზუიენი (28), 4. ებენ ეცებეთი კაპიტანი, 59), 5. პიტერ-სტეფ დუ ტოი (25), 6. სიია კოლისი (21), 7. იაკო კრიელი (10), 8. უზაირ კასიემი (3);

მარქაფა

16. ბონგი მბონამბი (10), 17. სტივენ კიტსჰოფი (15), 18. ტრევორ ნიაკანე (30), 19. ლუდ დე იახერი (29), 20. ჟან ლუკ დუ-პრეეზი (6), 21. ფრანსუა ჰუგაარდი (44), 22. ანდრე პოლარდი (20), 23. დამიან დე ალენდე (24).

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები ერთმანეთს 9 სექტემბერს პერთში, “ნაიბ სთედიუმზე” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა საქართველოს დროით 14 საათზე დაიწყება.

2017 წლის რაგბი ჩემპიონშიპის კალენდარი:

I ტური, 19 აგვისტო

ავსტრალია – ზელანდია 34:54
სამხრეთ აფრიკა – არგენტინა 37:15

II ტური, 26 აგვისტო

ახალი ზელანდია – ავსტრალია 35:29
არგენტინა – სამხრეთ აფრიკა 23:41

III ტური, 9 სექტემბერი

ახალი ზელანდია – არგენტინა
ავსტრალია – სამხრეთ აფრიკა

IV ტური, 16 სექტემბერი

ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა
ავსტრალია – არგენტინა

V ტური, 30 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა – ავსტრალია
არგენტინა – ახალი ზელანდია

VI ტური, 7 ოქტომბერი

სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია
არგენტინა - ავსტრალია

სატურნირო მდგომარეობა

1. სამხრეთ აფრიკა 2 2 0 0 78:38 9
2. ახალი ზელანდია 2 2 0 0 89:63 9
3. ავსტრალია 2 0 0 2 63:89 1
4. არგენტინა 2 0 0 2 38:78 0


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:15 | 08.09.2017
federer (17) (469)

ალისტერ კუცია მეგრელია ხო

0.076267