საერთაშორისო

23:49 | 7.09.2017 | ნანახია 1778 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი: არგენტინამ “ოლ ბლექსის” წინააღმდეგ შვიდი მოთამაშე შეცვალა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ურკადემ 2017 წლის რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) მესამე ტურის მატჩისთვის შემადგენლობა გამოაქვეყნა.

“პუმები” გასულ ტურში საკუთარ მოედანზე სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან უშანსოდ დამარცხდნენ (23:41), რითაც 59 წლის სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა და ძირითადი შემადგელობის შვიდი მოთამაშე შეცვალა.

პირველ ხაზში ბურჯის პოზიციაზე რამირო ერერას ნაცვლად ნაუელ ჩაპარო ითამაშებს, მეორე ხაზში ტომას ლავანინის გვიდო პეტი შეცვლის, ხოლო მესამე ხაზში ტომას ლეზანას და ხუან მანუელ ლეგისამონის ხავიერ ორტეგა დესიო და ბენჟამინ მაკომი ჩაანაცვლებენ.

რაც შეეხება უკანა ხაზში განხორცილებულ ცვლილებს: მგეზავის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში კვლავ ნიკოლას სანჩესი იქნება, რომელიც წინა მატჩში მარქაფაში გახლდათ. ცენტრში მატიას ორლანდოს მაგივრად მატიას მორონი ითამაშებს, ხოლო ფრთაზე რამირო მოიანოს სანტიაგო კორდერო ჩაანაცვლებს, რომელიც მიმდინარე 4 ერის გათამაშებაში პირველად ითამაშებს.

“პუმების” შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. ხოაკინ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მატიას მორონი, 12. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 11. ემილიანო ბოფელი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ტომას კუბელი;

შერკინება

1. ლუკას ნოგუერა, 2. აგუსტინ კრეევი, 3. ნაუელ ჩაპარო, 4. გვიდო პეტი, 5. მატიას ალემანო, 6. პაბლო მატერა, 7. ხავიერ ორტეგა დესიო, 8. ბენჟამინ მაკომი;

მარქაფა

16. ხულიან მონტოია, 17. სანტიაგო გარსია ბოტა, 18. ენრიკე პიერეტო, 19. მარკოს კრემერი, 20. ტომას ლეზანა, 21. მარტინ ლანდახო, 22. სანტიაგო გონსალეს იგლესიასი, 23. მატიას ორლანდო.

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის და არგენტინის ნაკრებები ერთმანეთს 9 სექტემბერს ნიუ-პლიმუთში, “იაროუ სთედიუმზე” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა საქართველოს დროის 11 საათსა და 35 წუთზე დაიწყება.

2017 წლის რაგბი ჩემპიონშიპის კალენდარი:

I ტური, 19 აგვისტო

ავსტრალია – ზელანდია 34:54
სამხრეთ აფრიკა – არგენტინა 37:15

II ტური, 26 აგვისტო

ახალი ზელანდია – ავსტრალია 35:29
არგენტინა – სამხრეთ აფრიკა 23:41

III ტური, 9 სექტემბერი

ახალი ზელანდია – არგენტინა
ავსტრალია – სამხრეთ აფრიკა

IV ტური, 16 სექტემბერი

ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა
ავსტრალია – არგენტინა

V ტური, 30 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა – ავსტრალია
არგენტინა – ახალი ზელანდია

VI ტური, 7 ოქტომბერი

სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია
არგენტინა - ავსტრალია

სატურნირო მდგომარეობა

1. სამხრეთ აფრიკა 2 2 0 0 78:38 9
2. ახალი ზელანდია 2 2 0 0 89:63 9
3. ავსტრალია 2 0 0 2 63:89 1
4. არგენტინა 2 0 0 2 38:78 0


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083689