საერთაშორისო

18:15 | 7.09.2017 | ნანახია 1961 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი: ჰანსენმა “პუმებისთვის” შემადგენლობა გადაახალისა

ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) 2017 წლის გათამაშების მესამე ტურის მატჩისთვის შემადგენლობა გამოაქვეყნა.

58 წლის სპეციალისტმა არგენტინის ნაკრებთან მატჩისთვის შემადგენლობა სერიოზულად გადაახალისა და ავსტრალიასთან მოგებული (35:29) შეხვედრის სასტარტოდან შვიდი მოთამაშე შეცვალა.

მეორე ხაზში სამუელ უაითლოკს ლუკ რომანო შეცვლის, მესამე ხაზში ლიამ სქუეარის და სემ კეინის ნაცვლად, ვაეა ფიფიტა და არდი სავეა ითამაშებენ, ჰავბექის პოზიციაზე აარონ სმიტს ტიჯეი პერენარა ჩაანაცვლებს, ცენტრში რიან კროტის მაგივრად ენტონ ლინერტ-ბრაუნი გამოჩნდება, ხოლო ფრთაზე რიეკო იოანეს და ბენ სმიტს ნეჰე მილნერ-სკადერი და იზრაელ დაგი შეცვლიან.

განსაკუთრებით აღსანიშნავი ნეჰე მილნერ-სკადერის გამოჩენაა, რომელსაც ტრავმების გამო “შავების” მაისურით 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ არ უთამაშია. 26 წლის გარემარბს “ოლ ბლექსის” რიგებში სულ 8-ჯერ აქვს ნათამაშები, თუმცა აქედან 6 კეპი სწორედ მსოფლიო თასზე მოიხვეჭა, 6 ლელოს გატანა მოახერხა და ტიტულის მოპოვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

ახალი ზელანდიის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. დამიან მაკკენზი (4 კეპი), 14. იზრაელ დაგი (65), 13. ენტონ ლინერტ-ბრაუნი (15), 12. სონი ბილ უილიამსი (38), 11. ნეჰე მილნერ-სკადერი (8), 10. ბიოდენ ბარეტი (55), 9. ტიჯეი პერენარა (35);

შერკინება

1. ჯო მუდი (30), 2. დენ კოულსი (50), 3. ნეპო ლაულალა (5), 4. ლუკ რომანო (27), 5. ბროდი რეტალიკი (66), 6. ვაეა ფიფიტა (1), 7. არდი სავეა (18), 8. კირან რიდი (კაპიტანი, 102);

მარქაფა

16. კოდი ტეილორი (16), 17. უაიტ კროკეტი (63), 18. ოფა ტუ’უნგაფასი (6), 19. სკოტ ბარეტი (9), 20. სემ კეინი (46), 21. ტავერა კერ-ბარლოუ (25), 22. ლიმა სოპოაგა (9), 23. ნგანი ლაუმაპე (2).

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის და არგენტინის ნაკრებები ერთმანეთს 9 სექტემბერს ნიუ-პლიმუთში, “იაროუ სთედიუმზე” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა საქართველოს დროის 11 საათსა და 35 წუთზე დაიწყება.

2017 წლის რაგბი ჩემპიონშიპის კალენდარი:

I ტური, 19 აგვისტო

ავსტრალია – ზელანდია 34:54
სამხრეთ აფრიკა – არგენტინა 37:15

II ტური, 26 აგვისტო

ახალი ზელანდია – ავსტრალია 35:29
არგენტინა – სამხრეთ აფრიკა 23:41

III ტური, 9 სექტემბერი

ახალი ზელანდია – არგენტინა
ავსტრალია – სამხრეთ აფრიკა

IV ტური, 16 სექტემბერი

ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა
ავსტრალია – არგენტინა

V ტური, 30 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა – ავსტრალია
არგენტინა – ახალი ზელანდია

VI ტური, 7 ოქტომბერი

სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია
არგენტინა - ავსტრალია

სატურნირო მდგომარეობა

1. სამხრეთ აფრიკა 2 2 0 0 78:38 9
2. ახალი ზელანდია 2 2 0 0 89:63 9
3. ავსტრალია 2 0 0 2 63:89 1
4. არგენტინა 2 0 0 2 38:78 0

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084717