ჩემპიონატები

3:00 | 7.09.2017 | ნანახია 1802 - ჯერ

“ნორთჰემპტონმა” ბიგარი დაიმატა

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების და უელსის ნაკრების მგეზავი დენ ბიგარი კარიერას ინგლისურ “ნორთჰემპტონში” განაგრძობს. “წმინდანების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 27 წლის მორაგბე ახალ კლუბს 2018 წლის ზაფხულიდან შეუერთდება.

“ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ასეთი მაღალი დონის მორაგბის დამატება შევძელით. დენს შესანიშნავი წელი ჰქონდა უელსის ნაკრებში და “ოსპრეიზში”. მან ასევე ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების საზაფხულო ტურნეზე. ის ფაქტი, რომ ბიგარმა ჩვენთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა, გვიჩვენებს მის რწმენას კლუბის ამბიციებისადმი. ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს და მოუთმენლად ველით დენის დამატებას მომავალ ზაფხულს”, - განაცხადა “ნორთჰემპტონის” მთავარმა მწვრთნელმა ჯიმ მალინდერმა.

ისაუბრა თავად ბიგარმაც. მისი თქმით, მოუთმენლად ელის ახალ გამოწვევებს და მოხარულია, რომ მის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყება, თუმცა იქამდე დიდი დროა დარჩენილი და მიმდინარე სეზონში “ოსპრეიზთან” ერთად წარმატების მიღწევა სურს.

ცნობისთვის, ბიგარი “ოსპრეიზში” 2007 წლიდან თამაშობს და 204 მატჩში საკუთარ გუნდს 2055 ქულა მოუპოვა. უელსის ნაკრებში 54 კეპი მოიხვეჭა და თავი 298 ქულას მოუყარა, ხოლო ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების მაისურით 5-ჯერ მოუწია თამაში და 35 ქულა მიითვალა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076767