დიდი 10-ის ახალი სეზონის პირველი ტურის დასკვნით მატჩში, დედაქალაქურ დერბიში ‘არმიამ’ ‘აკადემია’ შერკინებაში დაჯაბნა და 20:13 იმარჯვა.
შერკინებაში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ, დიმიტრი კალანდაძეს ორჯერ შეეძლო არმიელთა დაწინაურება, მაგრამ ჯარიმებიდან სიზუსტემ უმტყუნა. ანგარიში მაინც ‘არმიამ’ გახსნა, ოღონდ კონტრშეტევის შედეგად. 27-ე წუთზე ‘აკადემიამ’ თავის ნახევარზე დაკარგა ბურთი, ბურთი მარცხენა ფლანგზე ხელდახელ გათამაშდა და ლელო გოდერძი ჭინჭარაულმა მიითვალა. კალანდაძე გარდასახვიდან ზუსტი იყო, შესვენებამდე ჯარიმაც გაიტანა და ტაიმი 10:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში ‘აკადემია’ გააქტიურდა და დავით მოძღვრიშვილმა ორი ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა. 62-ე წუთზე ჭინჭარაულმა ახალ სეზონში პირველი არეკნი გაიტანა, 70-ეზე დავით დაუშვილმა ლელო მიითვალა, კალანდაძის გარდასახვა ზუსტი იყო და ‘არმიამ’ გამარჯვება დაიბევა. ‘აკადემიამ’ ბოლომდე იბრძოლა, უკანასკნელ წუთზე დავით ჩადუნელისა და მოძღვრიშვილის გარდასახვით ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა და ნუგეშის ქულა მიითვალა - 20:13.
9 სექტემბერს ‘აკადემია’ ‘აიას’ მასპინძლობს, ხოლო 10 სექტემბერს ‘არმია’ ‘ლელო-სარასენსს’ სტუმრად ეთამაშება.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია