უცხოური

14:05 | 31.08.2017 | ნანახია 2428 - ჯერ

ოუენ ფარელი - მსოფლიოში მესამე კარტერისა და პიუტაუს შემდეგ

ევროპის საუკეთესო მორაგბის ტიტულის ამჟამინდელმა მფლობელმა ოუენ ფარელმა „სარასენსთან“ ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც გაორმაგებულ ხელფასს მიიღებს.

ამიერიდან ინგლისელი ვარსკვლავის ყოველწლიური გასამრჯელო 750 ათას გირვანქა სტერლინგს (800 ათას ევროზე ოდნავ მეტი) შეადგენს. მასზე მსხვილი ხელფასი მსოფლიოში მხოლოდ ახალზელანდიელებს - დენ კარტერსა („რასინგში“ 1,6 მილიონი ევრო) და ჩარლზ პიუტაუს („ბრისტოლში“ 1 მლნ ევრო) აქვთ.

„ჩემი მთავარი მიზანია პროფესიული ზრდა და თამაშის დახვეწა. გუნდში საუკეთესო პარტნიორები მყავს და მთავარია, არჩეულ გზას არ გადავუხვიო. ერთად ბევრის მიღწევა შეგვიძლია. წინ გრძელი გზაა და ისღა დაგვრჩენია, სვლა გავაგრძელოთ და მომავალი გვიჩვენებს, რამდენად შორს წასვლა შეგვიძლია“, - ასეთი კომენტარი გააკეთა კონტრაქტის გახანგრძლვების შემდეგ ოუენ ფარელმა.

25 წლის მგეზავი/ცენტრი „სარასენსის“ ღირსებას 2008 წლიდან იცავს. ამ ხნის განმავლობაში მან კლუბის შემადგენლობაში 178 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 1574 ქულას მოუყარა. ინგლისის ნაკრებისა და „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ კვართი ჩუბინ უკანახაზელს უკვე 56 მატჩში აქვს მორგებული. ქულები - შესაბამისად 603 და 31.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092855