საერთაშორისო

0:25 | 26.08.2017 | ნანახია 2044 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი: არგენტინამ და სამხრეთ აფრიკამ შემადგენლობები დაასახელეს

რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) 2017 წლის გათამაშების მეორე ტურის მატჩისთვის არგენტინის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებმა შემადგენლობები გამოაქვეყნეს.

“პუმების” მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ურკადემ პორტ-ელიზაბეთში წაგებული (15:37) მატჩის ძირითადი შემადგენლობიდან, ექვსი ცვლილება მოახდინა. კერძოდ, პირველ ხაზში შეცვლილია ორივე ბურჯი: ნაუელ ჩაპარო და ენრიკე პიერეტო, რომელთაც ლუკას ნოგუერა და რამირო ერერა ჩაანაცვლებენ. მეორე ხაზში გვიდო პეტის მაგივრად მატიას ალემანო ითამაშებს, ხოლო მესამე ხაზში ლეონარდო სენატორეს ადგილს ხუან მანუელ ლეგისამონი დაიკავებს.

ცვლილებებია უკანა ხაზშიც, სადაც ურკადემ ორივე ღერძის მოთამაშე გამოცვალა – ჰავბექის პოზიციაზე მარტინ ლანდახოს ტომას კუბელი შეცვლის, ხოლო გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, მგეზავის ნიკოლას სანჩესის მაგივრად, ხუან მარტინეს ერნანდესი ითამაშებს.

“პუმების” შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. ხოაკინ ტუკულეტი, 14. რამირო მოიანო, 13. მატიას ორლანდო, 12. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 11. ემილიანო ბოფელი, 10. ხუან მარტინეს ერნანდესი. 9. ტომას კუბელი;

შერკინება

1. ლუკას ნოგუერა, 2. აგუსტინ კრეევი, 3. რამირო ერერა, 4. მატიას ალემანო, 5.ტომას ლავანინი, 6. პაბლო მატერა, 7. ტომას ლეზანა, 8. ხუან მანუელ ლეგისამონი;

მარქაფა

16. ხულიან მონტოია, 17. სანტიაგო გარსია ბოტა, 18. ენრიკე პიერეტო, 19. მარკოს კრემერი, 20. ხავიერ ორტეგა დესიო, 21. მარტინ ლანდახო, 22. ნიკოლას სანჩესი, 23. მატიას მორონი.

“ქურციკების” მთავარმა მწვრთნელმა ალისტერ კუციამ ერთადერთი ცვლილება გააკეთა და ისიც იძულებითი: ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ჰავბექი როს კრონიე და მის მაგივრად, ინგლისური “ვუსტერ უორიორსის” 9 ნომერი ფრანსუა ჰუგაარდი გაირჯება.

აფრიკელები ასეთი შემადგენლობით ითამაშებენ:

უკანა ხაზი

15. ადრიეს კუცია, 14. რეიმონდ რულე, 13. ჯესი კრიელი, 12. იან სერფონტეინი, 11. კურტნეილ სკოსანი, 10. ელტონ იანტისი, 9. ფრანსუა ჰუგაარდი;

შერკინება

1. ტენდაი მტავარირა, 2. მალკოლმ მარქსი, 3. კოენიე ოოსტზუიენი, 4. ებენ ეცებეთი (კაპიტანი), 5. ფრანკო მოსტერტი, 6. სიია კოლისი, 7. იაკო კრიელი, 8. უზაირ კასიემი;

მარქაფა

16. ბონგი მბონამბი, 17. სტივენ კიტსჰოფი, 18. ტრევორ ნიაკანე, 19. პიტერ-სტეფ დე ტუი, 20. ჟან ლუკ დუ-პრეეზი, 21. რუდი პეიჯი, 22. ქერვინ ბოში, 23. დამიან დე ალენდე.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები ერთმანეთს 26 აგვისტოს სალტაში, “ესტადიო პადრე ერნესტო მარტეარენაზე” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა საქართველოს დროით 23 საათსა და 40 წუთზე დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.114263