საერთაშორისო

17:30 | 24.08.2017 | ნანახია 2116 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი: ჰანსენმა და ჩეიკამ შემადგენლობები დაასახელეს

რაგბი ჩემპინშიპის (4 ერის) 2017 წლის გათამაშების და “ბლედისლოუ თასის” მეორე ტურის მატჩისთვის ახალი ზელანდიის და ავსტრალიის ნაკრებებმა შემადგენლობები გამოაქვეყნეს.

“ოლ ბლექსის” მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა ავსტრალიასთან სიდნეიში მოგებული (54:34) მატჩის ძირითადი შემადგენლობიდან, ერთადერთი ცვლილება მოახდინა: კვაჭის პოზიციაზე დენ კოულსი კოდი ტეილორს ჩაანაცვლებს, ხოლო ეს უკანასკნელი მარქაფაში გადაინაცვლებს. გარდა ამისა, ორი ცვლილება სათადარიგო მოთამაშეებსაც შეეხო – უაიტ კროკეტის ნაცვლად კეინ ჰემესი გამოჩნდა, ხოლო ლუკ რომანოს მაგივრად სკოტ ბარეტია თადარიგში.

მსოფლიოს უძლიერესი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. დამიან მაკკენზი, 14. ბენ სმიტი, 13. რიან კროტი, 12. სონი ბილ უილიამსი, 11. რიეკო იოანე, 10. ბიოდენ ბარეტი, 9. აარონ სმიტი;

შერკინება

1. ჯო მუდი, 2. დენ კოულსი, 3. ოუენ ფრენკსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სამუელ უაითლოკი, 6. ლიამ სქუეარი, 7. სემ კეინი, 8. კირან რიდი (კაპიტანი);

მარქაფა

16. კოდი ტეილორი, 17. კეინ ჰემესი, 18. ოფა ტუ’უნგაფასი, 19. სკოტ ბარეტი, 20. არდი სავეა, 21. ტიჯეი პერენარა, 22. ლიმა სოპოაგა, 23. ენტონ ლინერტ-ბრაუნი.

რაც შეეხება “ვოლაბების” შემადგენლობას, ახალ ზელანდიასთან უშანსო მარცხის შემდეგ მაიკლ ჩეიკამ ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა: მეორე ხაზში რორი არნოლდი რობ სიმონსით ჩაანაცვლა, შუამარბის პოზიციაზე სამუ კერევის ნაცვლად ტევიტა კურიდრანი ითამაშებს, ხოლო კურტის რონას ადგილი დეინ ჰეილეტ-პეტიმ დაიკავა, რომელმაც წინა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

ავსტრალიელთა შემადგენლობა ასეთია:

უკანა ხაზი

15. იზრაელ ფოლაუ, 14. დეინ ჰეილეტ-პეტი, 13. ტევიტა კურიდრანი, 12. ქერთლი ბილი, 11. ჰენრი სპეიტი, 10. ბერნარდ ფოლეი, 9. უილ გენია;

შერკინება

1. სკოტ სიო, 2. სტეფენ მური, 3. ალან ალაალატოა, 4. რობ სიმონსი, 5. ადამ კოულმენი, 6. ნედ ჰანიგანი, 7. მაიკლ ჰუპერი (კაპიტანი), 8. შონ მაკმაჰონი;

შერკინება

16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ტომ რობერტსონი, 18. სეკოპე კეპუ, 19. რორი არნოლდი, 20. ლოპეტი ტიმანი/ჯეკ დემპსი, 21. ნიკ ფიპსი, 22. რის ჰოჯი, 23. კურტის რონა

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის და ავსტრალიის ნაკრებები ერთმანეთს 26 აგვისტოს დანიდინში, “ფორსით ბარ სთედიუმზე” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა საქართველოს დროით 11:35 საათზე დაიწყება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:28 | 24.08.2017
geogoli (367)

კურიდრანიმ გამოგვაცოცხლაო იფიქრა ჩეიკამ და ძირითადში ატაკა. სამხრეთ აფრიკაც რო გააგორებს ავსტრალიას ნეტა მაშინ თუ იფიქრებს დროა დავტოვო პოსტიო?

18:57 | 24.08.2017
BATU'91 (19)

არგენტინაში მოიგებენ გგონია?

13:17 | 25.08.2017
geogoli (367)

მე მგონი კი, არ მომეწონა არგენტინა. თითქოს სტაბილურობა აკლიათ

18:16 | 24.08.2017
BEERTRANCE (1073)

კიდე 1-ელ უნდა გადაუარონ ნეტა?

18:25 | 24.08.2017
geogoli (367)

არ მოერიდებათ ნამდვილად ვიცი

0.115867