6 ერი

13:22 | 12.02.2016 | ნანახია 996 - ჯერ

უელსი იგივე შემადგენლობით იწყებს

უელსელთა მგეზავმა დენ ბიგარმა ტრავმა მოიშუშა და ექვსი ერის მეორე რაუნდში შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს.

26 წლის მორაგბემ, გასულ შაბათს „ავივაზე“ ირლანდიასთან გამართული მატჩის პირველ ტაიმში ტერფი დაიზიანა და მოედანი ნაადრევად დატოვა. „დრაკონების“ საბედნიეროდ, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა და ნახევარდაცვაში გარეთ დევისს კვლავ ბიგარი შეუწყვილდება, ხოლო შუამარბებად უწინდებურად ჯონათან დევისი და ჯეიმი რობერტსი შეწყვილდებიან. ცვლილებები არც სხვა უკანახაზელებს შეეხოთ და დუბლინური მატჩის მსგავსად გარემარბებად ჯორჯ ნორთი და ტომ ჯეიმსი, ხოლო ფულბეკად ლიამ უილიამსი დადგება. უცვლელი დარჩა შერკინების ხაზიც.

„ძალიან კარგია, როდესაც შემადგენლობის შეცვლა არ გიწევს. დენის ამბავმა ძლიერ გამახარა და ის კვლავ სასტარტო შემადგენლობაშია. განვლილ მატჩში გადამწყვეტი როლი ითამაშეს შეცვლაზე შესულმა მორაგბეებმა და მათ შოტლანდიასთანაც დიდი მისია აკისრიათ, რადგან მძიმე ბრძოლის მოლოდინში ვართ“ - თქვა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლანდმა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ექვსი ერის პირველ რაუნდში უელსმა დუბლინში მეტოქესთან 13-ქულიანი ჩამორჩენა არად ჩააგდო და ირლანდიასთან მატჩი ფრედ დაასრულა - 16:16. შოტლანდიას „დრაკონები“ საკუთარ „მილენიუმზე“ დაუხვდებიან. მატჩი 13 თებერვალს თბილისის დროით 20:50 საათზე დაიწყება.

კარდიფი. „მილენიუმი“. 20:50 საათი

უელსი: 15. Liam Williams, 14. George North, 13. Jonathan Davies, 12. Jamie Roberts, 11. Tom James, 10. Dan Biggar, 9. Gareth Davies, 8. Taulupe Faletau, 7. Justin Tipuric, 6. Sam Warburton (c), 5. Alun Wyn Jones, 4. Luke Charteris, 3. Samson Lee, 2. Scott Baldwin, 1. Rob Evans.
სათადარიგოები: 16. Ken Owens, 17. Gethin Jenkins, 18. Tomas Francis, 19. Bradley Davies, 20. Dan Lydiate, 21. Lloyd Williams, 22. Rhys Priestland, 23. Gareth Anscombe.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07612