ლევან ჩილაჩავამ და მიხეილ გაჩეჩილაძემ თავთავიანთ კლუბებში შეცვლაზე შევიდნენ და თავი ლელოებით გამოიჩინეს.
ჩილაჩავას, მამუკა გორგოძისა და ბადრი ალხაზაშვილის „ტულონი“ წინასასეზონო ამხანაგურ მატჩში „ლიონს“ შეხვდა და 14:17 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ბურჯი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო და ლელო 73-ე წუთზე მიითვალა. ეს მისი პირველი ლელოა მომავალი სეზონისთვის მოსამზადებელ მატჩებში. შეცვლაზე ითამაშა მეორეხაზელმა გორგოძემ, ხოლო ალხაზაშვილი და „ლიონის“ ესპუართა სამეული - თორნიკე მატარაძე, გურამ პაპიძე და გიორგი ჯავახია განაცხადში არ იყვნენ.
ტოპ 14-ისთვის მოსამზადებელ სხვა მატჩში „ლა როშელმა“ „აჟენი“ 33:14 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. „აჟენის“ სასტარტო შემადგენლობაში თამაზ მჭედლიძე იყო, ვახტანგ ახობაძე შეცვლაზე შევიდა, ხოლო გიორგი თეთრაშვილი დისკვალიფიკაციის გამო განაცხადში არ იყო.
რუსეთის პრემიერლიგაში დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის „ენისეიმ“ მიხეილ წიკლაურის „მეტალურგი“ 26:18 დაამარცხა. კრასნოიარსკელებმა პირველი ტაიმი 12:8 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში ლელო, გარდასახვა და ჯარიმა მიიღეს და 12:18 ჩამორჩნენ. შეცვლაზე შესულმა გაჩეჩილაძემ 69-ე წუთზე ლელო დადო და „ენისეიმ“ ზუსტი გარდასახვით ლიდერობა დაიბრუნა, ხოლო მატჩის მიწურულს კრასნოიარსკელებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს - 26:18. კაჭარავა ისვენებდა, ხოლო „მეტალურგის“ ბურჯი წიკლაური სასტარტო შემადგენლობაში იყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაიხარეთ ბიჭებო ! ! !