საერთაშორისო

16:03 | 18.08.2017 | ნანახია 1589 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი: ჩეიკამ “ოლ ბლექსისთვის” შემადგენლობა დაასახელა

ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ჩეიკამ იმ მოთამაშეების ვინაობა დაასახელა, რომლებიც რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) გახსნით შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.

რაგბი ჩემპიონშიპი სტარტს 19 აგვისტოს აიღებს და პირველი მატჩი სიდნეიში, “სთედიუმ ავსტრალიაზე” საქართველოს დროით 14 საათზე დაიწყება, სადაც “ვოლაბები” ახალი ზელანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ. აღნიშნული დაპირისპირება, ასევე, “ბლედისლოუს თასის” გახსნითი შეხვედრაა.

ავსტრალიის ნაკრების რიგებში ერთი დებიუტანტი ითამაშებს. გარემარბის პოზიციაზე, ტრავმირებულ დეინ ჰეილეტ-პეტის, “ვესტერნ ფორსის” 25 წლის ფრთა კურტის რონა ჩაანაცვლებს.

“ვოლაბების” შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. იზრაელ ფოლაუ, 14. ჰენრი სპეიტი, 13. სამუ კერევი, 12. ქერთლი ბილი, 11. კურტის რონა, 10. ბერნარდ ფოლეი, 9. უილ გენია;

შერკინება

1. სკოტ სიო, 2. სტეფენ მური, 3. ალან ალაალატოა, 4. რორი არნოლდი, 5. ადამ კოულმენი, 6. ნედ ჰანიგანი, 7. მაიკლ ჰუპერი (კაპიტანი), 8. შონ მაკმაჰონი

მარქაფა

16.ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ტომ რობერტსონი; 18. სეკოპე კეპუ, 19. რობ სიმონსი, 20. ლოპეტი ტიმანი, 21. ნიკ ფიპსი, 22. რის ჰოჯი, 23. ტევიტა კურიდრანი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076954