საერთაშორისო

22:25 | 16.08.2017 | ნანახია 2069 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი: “ოლ ბლექსის” შემადგენლობა “ვოლაბების” წინააღმდეგ ცნობილია

ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) წლევანდელი გათამაშების პირველი ტურის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

რაგბი ჩემპიონშიპი სტარტს 19 აგვისტოს აიღებს და გახსნითი შეხვედრა სიდნეიში, “სთედიუმ ავსტრალიაზე” საქართველოს დროით 14 საათზე დაიწყება. აღნიშნული დაპირისპირება, ამავდროულად, “ბლედისლოუს თასის” გახსნითი მატჩია.

“ოლ ბლექსის” ძირითად შემადგენლობაშია სუპერ რაგბის 2017 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშე დამიან მაკკენზი. თავდაპირველად, 22 წლის მორაგბე სათადარიგო მოთამაშედ მოიაზრებოდა, თუმცა ჯორდი ბარეტის ტრავმის შემდგომ, ჰანსენმა მისი სასტარტოში გამწესება გადაწყვიტა.

“შავების” შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15.დამიან მაკკენზი (2 კეპი)
14. ბენ სმიტი (62)
13. რიან კროტი (27)
12. სონი ბილ უილიამსი (36)
11. რიეკო იოანე (5)
10. ბიოდენ ბარეტი (53)
9. აარონ სმიტი (62)

შერკინება

1.ჯო მუდი (28)
2. კოდი ტეილორი (19)
3. ოუენ ფრენკსი (94)
4. ბროდი რეტალიკი (64)
5. სამუელ უაითლოკი (88)
6. ლიამ სქუეარი (9)
7. სემ კეინი (44)
8. კირან რიდი (100, კაპიტანი)

მარქაფა

16.ნათან ჰარისი (8)
17. უაიტ კროკეტი (62)
18. ოფა ტუ’უნგაფასი (4)
19. ლუკ რომანო (26)
20. არდი სავეა (16)
21. ტიჯეი პერენარა (33)
22. ლიმა სოპოაგა (7)
23. ენტონ ლინერტ-ბრაუნი (13)

2017 წლის რაგბი ჩემპიონშიპის კალენდარი:

I ტური, 19 აგვისტო

ავსტრალია – ზელანდია
სამხრეთ აფრიკა – არგენტინა

II ტური, 26 აგვისტო

ახალი ზელანდია – ავსტრალია
არგენტინა – სამხრეთ აფრიკა

III ტური, 9 სექტემბერი

ახალი ზელანდია – არგენტინა
ავსტრალია – სამხრეთ აფრიკა

IV ტური, 16 სექტემბერი

ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა
ავსტრალია – არგენტინა

V ტური, 30 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა – ავსტრალია
არგენტინა – ახალი ზელანდია

VI ტური, 7 ოქტომბერი

სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია
არგენტინა - ავსტრალია


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:19 | 17.08.2017
geogoli (367)

რეტალეკის და უაითლოკის ტანდემი საუკეთესოა, პლიუს რიდი უდიდესი ძალა. დალშე მსოფლიოს მერე მაინც ვერ არის ისე შეკრული ზელანდია, შემადგენლობის საუკეთესო ვარინტის მუდმივ ძიებაში არიან. არ გამიკვირდება წელს სამხრეთ აფრიკამ 1 თამაში რო მოიგოს შავებთან.

0.090937