უცხოური

14:12 | 15.08.2017 | ნანახია 1643 - ჯერ

უილ გენია „რებელსს“ შეუერთდა

ცნობილი ავსტრალიელი მორაგბე, შერკინების ნახევარმცველი უილ გენია სამშობლოში დაბრუნდა. „სტად ფრანსეს“ ყოფილმა მოთამაშემ ავსტრალიის რაგბის კავშირთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა, მისმა არჩევანმა სპეციალისტები გააკვირვა - გენია „რებელსს“ შეუერთდა და არა „რედსს“, როგორც ეს ნავარაუდევი იყო.

„ერთი სული მაქვს, „მეამბოხეთა“ რიგებში როდის ვითამაშებ. ჩემი მთავარი ამოცანაა - დავეხმარო გუნდს და მის წარმატებებში წვლილი შევიტანო. ახალგაზრდებისთვის გამოცდილების გაზიარების ჩინებული შანსი გამიჩნდა და ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ კიდეც. დარწმუნებული ვარ, „რებელსი“ ბევრს მიაღწევს ახლო მომავალში“, - ასე ახსნა მელბურნში თავისი გადაბარგება 29 წლის ვარსკვლავმა.

უილ გენიამ ავსტრალიის ნაკრების კვართი 78 მატჩში მოირგო, მის ანგარიშზე 11 ლელოა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084303