ქართველი ლეგიონერები

20:47 | 13.08.2017 | ნანახია 2769 - ჯერ

ლეგიონერები | კაჭარავას დუბლი თასის ფინალში

ბორჯღალოსანმა დავით კაჭარავამ "ვვა-პოდმოსკოვიეს" რუსეთის თასის ფინალში ორი ლელო დაუდო და "ენისეი-სტმ"-ს 26:19 მოაგებინა.

2017 წლის თასის ფინალური შეხვედრა დაძაბული გამოდგა. გადამწყვეტი უპირატესობა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა და ასეთ პირობებში კაჭარავას გამოცდილება და სალელოვე ალღო გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ქართველმა შუამარბმა პირველი ლელო 31-ე წუთზე გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა: მან იური კუშნარიოვის დროული პასი შეირგო და ლელოში შესრიალდა, რის შემდეგაც "ენისეი" 10:3 დაწინაურდა.

"ვვა" არ გატყდა და მეორე ტაიმის შუაში ანგარიში გათანაბრდა (16:16), რის შემდეგაც საქმეში ისევ კაჭარავა ჩაერთო, მეტოქეს ფეხით მოგერიებისას დაუფარა და დუბლი მიითვალა. შეხვედრის დასრულებამდე გუნდებმა თითო ჯარიმა გაცვალეს, "ენისეიმ" თამაში 26:19 მოიგო და რუსეთის თასის მფლობელი გახდა.

კაჭარავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. სრულად ითამაშა "ენისეის" მესამეხაზელმა მიხეილ გაჩეჩილაძემაც.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:46 | 14.08.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

0.088697