11:15 | 13.08.2017 | ნანახია 1494 - ჯერ

ფიჯის მსოფლიო სერიის მასპინძლობა უნდა

ფიჯის რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფრენკ ბაინიმარამამ განაცხადა, რომ კუნძულელები 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის ერთ-ერთი ეტაპის მასპინძლობისთვის იბრძოლებენ.

„ფიჯელი ერისთვის რაგბი ცხოვრების აზრია. ყველა ქალაქში, სოფელში, სკოლაში, სკვერსა თუ პლიაჟზე ოვალური ბურთით თამაშობენ. სპორტის ეს სახეობა ჩვენი ერის განუყოფელი ნაწილია. გვსურს ერთ-ერთ უძლიერეს ტურნირს ვუმასპინძლოთ და საკუთარი გულშემატკივარი გავახაროთ“ - განაცხადა ბაინიმარამ.

2016 წელს ფიჯის 7-კაცა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ზაფხულის ოლიმპიადის ოქროს მედლები მოიპოვა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083225