“სანზარის” ოფიციალურმა ვებგვერდმა სუპერ რაგბის 2017 წლის სეზონის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ საუკეთესო მოთამაშეებს შორის ვერ მოხვდნენ “კრუსეიდერსის” მორაგბეები, რომელმაც მთელი სეზონის განმალობაში მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
რჩეულთა შორის ყველაზე მეტი, სამ-სამი მორაგბე ფინალისტი “ლაიონსის” და 1/2 ფინალისტი “ჰარიკეინსის” რიგებიდან ფიგურირებენ.
გათამაშების საუკეთესო მორაგბედ კი, “სანზარმა” “ჩიფსის” 22 წლის ფულბექი დამიან მაკკენზი დაასახელა, რომელსაც “ოლ ბლექსის” მაისურით 2-ჯერ აქვს ნათამაშები და 2017 წლის რაგბი ჩემპიონშიპის სათადარიგო განაცხადში მოხვდა.
სუპერ რაგბის 2017 წლის სეზონის საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება:
შერკინება
კვაჭი: მალკოლმ მარქსი (“ლაიონსი”);
ბურჯები: ჟაკ ვან რუიენი (“ლაიონსი”), ალან ალაალატოა (“ბრამბიზი”);
მხტომელები: გვიდო პეტი პაგადიზაბალი (“ხაგუარესი”), პიტერ-სტეფ დიუ ტოი (“სტორმერსი”);
მესამეხაზელები: იაკო კრიელი (“ლაიონსი”), არდი სავეა (“ჰარიკეინსი”), ამანაკი მაფი (“რებელსი”);
უკანა ხაზი
ჰავბექი: აუგუსტინ პულუ (“ბლუზი”);
მგეზავი: ბიოდენ ბარეტი (“ჰარიკეინსი”);
შუამარბები: ნგანი ლაუმაპე (“ჰარიკეინსი”), სამუ კერევი (“ქუინსლენდ რედსი”);
გარემარბები: ჯეიმს ლოუ (“ჩიფსი”), ჩესლინ კოლბი (“სტორმერსი”);
ფულბექი: დამიან მაკკენზი (“ჩიფსი”);
ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე: დამიან მაკკენზი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია