ერთ კვირაზე მეტია რაც სამხრეთ აფრიკული “აფეესის” 14 და 16-წლამდე გუნდები საქართველოში ტურნეს მართავენ, რომლის ფარგლებში თბილისსა და ქუთაისში ორი სამატჩო დღე ჩატარდა.
3 ოქტომბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე აფრიკელ ჭაბუკებს საქართველოს 15-წლამდელთა და აღმოსავლეთ საქართველოს 17-წლამდელთა გუნდები დაუპირისპირდნენ. ორივე შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 19;7 და 34:5 დასრულდა.
ტურნეს მეორე ეტაპი ქუთაისის ახალ სარაგბო მოედანზე 6 ოქტომბერს შედგა, სადაც “აფეესელებს” დასავლეთ საქართველოს 15 და 17-წლამდელთა ნაკრებმა გუნდებმა უმასპინძლეს.
საღამოს პირველ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკელმა ჭაბუკებმა ანგარიშით 19:17 სძლიეს დასავლეთ საქართველოს 15-წლამდელებს, ხოლო მეორე მატჩში მასპინძელმა 17-წლამდელებმა ანგარიშით 15:0 გაიმარჯვეს აფეესის 16-წლამდელთა გუნდთან.
დღეს, 10 ოქტომბერს, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ასპარეზობის მესამე, ფინალური ეტაპი შედგება:
16:30 საქართველო 15-წ. - აფეეს 14-წ. (2X30 წუთი)
18:00 საქართველო 17-წ. - აფეეს 16-წ. (2X35 წუთი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია