თვეზე ნაკლები დარჩა საფრანგეთის ახალი ჩემპიონატის სტარტამდე და მონაწილე კლუბები კადრების მხრივ უკვე ჩამოყალიბდნენ. მართალია, უკლუბოდ დარჩენილი თავისუფალი აგენტებისთვის სატრანსფერი ფანჯარა ჯერაც ღიაა, მაგრამ რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი აღარაა.
ქართველთა რაოდენობა ლიგაში კი დაახლოებით ისეთივე რჩება, რაც გასულ სეზონში იყო. მართალია, დავით ხინჩაგიშვილმა კარიერა დაასრულა, თანაც მისი „ბაიონი“ პრო დ2-ში დაქვეითდა, გაგი ბაზაძემაც ასევე დაკიდა ბუცები ლურსმანზე, და აღარც შალვა მამუკაშვილს ვიხილავთ ტოპ 14-ში, გარდა ამისა რამდენიმე ესპუარს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა, მაგრამ ლიგაში „აჟენი“ და „ოიონა“ ამოვიდნენ, სადაც ჯამში 5 ქართველი თამაშობს. პლუს ამათ - გელა აფრასიძე, ვინც „მონპელიეს“ ესპუარებს შეუერთდა.
სულ 35 გამოდის - პირველი გუნდებისა და ესპუართა შემადგენლობების წევრების ჯამურ რაოდენობაზეა საუბარი. ვიცით, რომ ესპუართაგან ზოგიერთს მოუწევს ტოპ 14-ის მატჩებში მონაწილეობა, ამიტომაც მათი ვინაობაც არ უნდა იყოს უინტერესო
აქვე გთავაზობთ სამომავალსეზონო ქართველთა სრულ ჩამონათვალს (* - ესპუარის კონტრაქტით მოსარგებლე მორაგბე):
კლერმონი (5): დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი, ოთარ გიორგაძე*, ბექა კაკაბაძე*, ნიკა ნეფარიძე*.
ტულონი (3): მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა, ბადრი ალხაზაშვილი*.
ლა როშელი (1): ლექსო ყაულაშვილი.
მონპელიე (6): მიხეილ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი, კოტე მიქაუტაძე, უშანგი ჭეიშვილი*, ლუკა აზარიაშვილი*, გელა აფრასიძე*.
რასინგი (3): ვასილ კაკოვინი, ლუკა გოგინავა*, ლაშა საჯაია*.
სტად ფრანსე (2): ზურაბ ჟვანია, გიორგი მელიქიძე*.
ბრივი (4): კარლენ ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი*, ვასილ ლობჟანიძე*, გიორგი ცუცქირიძე*.
პო (1): ომარ ოდიშვილი*.
ლიონი (3): თორნიკე მატარაძე*, გურამ პაპიძე*, გიორგი ჯავახია*.
ბორდო (2): ლაშა ტაბიძე*, ირაკლი ცხადაძე*.
ოიონა (2): ირაკლი მირცხულავა, გიორგი ვეფხვაძე.
აჟენი (3): თამაზ მჭედლიძე, გიორგი თეთრაშვილი, ვახტანგ ახობაძე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებას ვუსურვებ ქართველ ლეგიონერებს ! ! !
წარმატებები
გიორგი გოგოლაძე მონპელიეს ესპუარებში აღარაა? ან ლუკა იურინი ლიონში? ვის არ გაუგრძელეს ხელშეკრულებები იქნებ ეგეც დაგეწერათ?
და კიდევ ერთი, ლექსო ყაულაშვილს ქართველად ნუ თვლით ..
ვაი შენს გამზრდელს ლექსო, თუ ეგ მართალია ! ! !
რატო ნუ თვლიან?
იმიტომ რო საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს.
ანუ თორმეტი კლუბია, რომელმა ორმა გაბედა უქართველობოდ? ))
წარმატებები