შოტლანდიის რაგბის კავშირმა გასული სეზონის განმავლობაში სარეკორდო თანხა - 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავა.
რეკორდები ყველა მიმართულებით დაფიქსირდა. მთლიანობაში, შემოსავლების ნამატმა 4 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. 25%-ით გაიზარდა ბილეთების გაყიდვისგან მიღებული შემოსავალი, 22%-ით - ტელეტრანსლიაციებსა და სპონსორებისგან მიღებული შემოსავლები, სარეკლამო ღონისძიებებმა 7%-ით მეტი მოგება მოიტანა.
საერთაშორისო და საკლუბო თამაშები დაახლოებით 600 ათასმა მაყურებელმა იხილა. სარეკორდო - 101 ათასი მაყურებელი დაესწრო „გლაზგო უორიორსის“ თამაშებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია