უცხოური

12:52 | 5.08.2017 | ნანახია 2091 - ჯერ

მსოფლიო თასი 2023: სამხრეთ აფრიკა ფულს არ დაზოგავს

2023 წლის მსოფლიო თასის მაღალ დონეზე ჩასატარებლად, სამხრეთ აფრიკის მთავრობა ქვეყნის რაგბის კავშირს შთამბეჭდავ ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო 170 მილიონ ევროს დახარჯავს.

„მოხარულები ვართ სახემლწიფოს მხრიდან მიღებული მხარდაჭერით. ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს და გვსურს მსოფლიო თასის მასპინძლობა. ტურნირის ჩატარება უდიდეს გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. წინასწარი გათვლებით, ქვეყანა 2 მილიარდ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. ტექნიკური თვალსაზრისით, სამხრეთ აფრიკის განაცხადი საუკეთესოა. თუ მსოფლიო თასის ჩატარების უფლება ჩვენ მოგვანიჭებენ, წაუგებელ სიტუაციაში აღმოვჩნდებით“, - განაცხადა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის თავკაცმა მარკ ალექსანდერმა.

2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყანა 15 ნოემბერს გაირკვევა. სამხრეთ აფრიკის გარდა ტურნირის მასპინძლობისთვის ირლანდია და საფრანგეთი იბრძვიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08543