საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი" მესამე დონის ევროტურნირ "ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე| რუმინეთის ჩემპიონ |ტიმიშოარა-სარასენსთან", გერმანულ "ჰაიდელბერგთან" და ორ იტალიურ კლუბთან - "როვიგოსა" და "ვიადანასთან" ითამაშებს.
მესამე დონის ევროტურნირის ფორმატი წელს უცვლელი დარჩა (ფორმატის შეცვლის შემთხვევაში საქართველოს ტურნირში ორი გუნდით ჩართვის უფლება ექნებოდა. ამ ცვლილების განხორციელება მომავალი წლისთვის იგეგმება). მასში ჩართვის უპირატესი უფლება საქართველოს ჩემპიონ გორის "ჯიქს" ჰქონდა, თუმცა ტურნირში მონაწილეობისთვის საჭირო ფინანსები ვიცე-ჩემპიონმა "ბათუმმა" გამონახა და "კონტინენტურ ფარზე" საქართველოს ის წარმოადგენს.
"კონტინენტური ფარი" 2018/19 წლების სეზონის "ჩელენჯ კაპის" შესარჩევი ტურნირია და მასში წელსაც 8 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ 4-გუნდა ჯგუფში არიან გადანაწილებულები. თითო ჯგუფის თითო გუნდი, საპირისპირო ჯგუფის ოთხივე გუნდთან თითო შეხვედრას გამართავს - ორს სტუმრად და ორს შინ. ჯგუფის საუკეთესოები პლეი-ოფში "ენისეისა" და "კრასნი იარს" შინ და გარეთ ეთამაშებიან და გამარჯვებულები გაისად ჩელენჯ კაპზე გაირჯებიან. გარდა ამისა, ისინი "კონტინენტური ფარის" ფინალს ითამაშებენ და ჯილდოს მფლობელს გამოავლენენ.
ტურნირის ორგანიზატორები "ევროპის პროფესიური საკლუბო რაგბი", "რაგბი ევროპა" და იტალიის რაგბის კავშირი არიან. მასში 4 იტალიური და თითო ქართული, რუმინული, პორტუგალიური და გერმანული გუნდი ითამაშებს.
"ბათუმი" „ბ“ ჯგუფში "კალვიზანოსთან" (იტალია), "ლისაბონის უნივერსიტეტთან" (პორტუგალია) და "პეტრარკასთან" (იტალია) მოხვდა. შესაბამისად, მისი მეტოქები „ა“ ჯგუფის წარმომადგენლები იქნებიან "ტიმიშოარა-სარასენსი" (რუმინეთი), "როვიგო" (იტალია), "ვიადანა" (იტალია) და "ჰაიდელბერგი" (გერმანია).
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებას გისურვებ "ბათუმი", გამარჯვებით გევლოთ ! ! !
ვინმემ თუ იცით ბათუმი გაძლიერდა? ვინები დაიმატეს გთხოვთ დაწეროთ. აბა ეს ჟურნალისტები ქართულ ტრანსფერებზე ხმას არ იღებენ.
ერთი რაც ვიცი ისაა, რომ ლაშა ხმალაძე გადავიდა "ბათუმში"
კარგი სიახლეა, პირველივე წელს დიდი მოლოდინები ვერ გვექნება, მარა მთავარია მთხლებურთის კლუბების მავნე პრაქტიკა გაითვალისწინონ თუ როგორ არ უნდა მოემზადო ევროტურნირებისთვის.
წარმატებები ბათუმს, და იმედია 2 კლუბის გაყვანის შესაძლებლობა იქნება.
აი ეგ მთხლებურთი საერთოდ სამოყვარულოდ უნდა გადაკეთდეს და ეგ მილიონები ამათ მიეცეს!
კარგია! წარმატებები ბათუმს, მთელი გულით გგულშემატკივრობთ!
დასაწყისისთვის კარგია ! წარმატებები ბათუმს !
მგონი გვეშველა და საკლუბო რაგბში არსებული "ევროყინული" ნელ-ნელა გალღობას იწყებს! ზოგადად ვერ ვიტყვი, რომ ოპტიმალური ვარიანტი, მაგრამ აქამდე არსებულ უძრაობაზე უკეთესი ნაღდად არის. და საერთოდ, ალბათ სჯობს ქვემოდან დავიწყოთ და ნელ-ნელა მაღლა ვიაროთ
საინტერესოა რამდენად "მოღონიერდა" ბათუმი ამ გამოწვევის მისაღებად
კალვიზანოს წელსვე სავარაუდოდ ვერ გავუწევთ კონკურენციას
პეტრარკა შედარებით სუსტია
აი ცდულ - ში კი პორტუგალიის ნაკრების არაერთი წევრი ირიცხება
ვნახოთ
მგონი ბრძოლა იქნება და თავდადება და დანარჩენი მოვა დროდადრო. ფუტბალისტების არ გადაიღონ მთავარია
როდის გადაუღიათ?