საქართველოში გამართულმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, აქამდე გამართულ 10 ტურნირს შორის, ორგანიზატორებისა და მონაწილე გუნდებისგან უმაღლესი შფასება მიიღო.
აქამდე მსგავსი ტურნირების ჯამური შეფასება 87% იყო (შარშან მანჩესტერში), საქართველოში ჩატარებული ჩემპიონატის მაჩვენებელმა კი 90%-ს მიაღწია.
„საქართველოს რაგბის კავშირმა ტურნირი ჩაატარა პროფესიულ დონეზე. პერსონალი სრულად იყო ჩართული საორგანიზაციო საქმიანობაში და მაქსიმალურად ცდილობდა მოსალოდნელზე მაღალი შედეგის მიღწევას. ქართველი ორგანიზატორების საქმისადმი სიყვარულმა და საკუთარი ქვეყნის საუკეთესო კუთხით წარმოჩენის სურვილმა, ტურნირის სტანდარტი საგრძნობლად აამაღლა“ - წერია მსოფლიო რაგბის ოფიციალურ მოხსენებაში.
ტურნირი მსოფლიო რაგბმა და 12-ივე მონაწილე ქვეყანამ დეტალურად შეაფასა და საქართველოში გამართულმა ჩემპიონატმა წინამორბედებს ყველა მაჩვენებლით აჯობა. მისი რეიტინგი 97% იყო, ცერემონიები 96%-ით შეფასდა, ტურნირის მართვა - 94%. სულ 18 კრიტერიუმი შეფასდა და მათი საშუალო მაჩვენებელი 90%-ია.
„გუნდების მხრიდან ტურნირის 90%-იანი შეფასება ყველაზე მაღალია, რაც კი აქამდე გვქონია. ეს შესანიშნავი შედეგია. ტურნირი გაიმართა ჩემპიონატისთვის ზუსტად მორგებულ ორ სტადიონზე. თამაშებზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო სუფევდა (განსაკუთრებით როდესაც მოედანზე საქართველო იყო), რაც ხელს უწყობდა საზეიმო განწყობის შექმნას. გაგვაოცა ქუთაისელ გულშემატკივართა რაოდენობამ (ქუთაისში ხომ საქართველოს არ უთამაშია) და სარაგბო კულტურამ. ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობის წყალობით, ყველა გუნდს მაქსიმალურად კომფორტული პირობები შეექმნა. სრკ-ს თანამშრომელთა უმცირესი დეტალების მიმართ ყურადღებამ, ენთუზიაზმმა და პროფესიონალისზმა, სასტუმროებისა და ინფრასტრუქტურის შესანიშნავმა არჩევანმა, კარგად გამართულმა მომსახურებამ, ხელი შეუწყო არაჩვეულებრივი ტურნირის ჩატარებას, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“ - ვკითხულობთ მსოფლიო რაგბის მოხსენებაში.
„ის, რომ ყველა მონაწილე გუნდმა ტურნირს 90% შეფასება მიანიჭა, იმაზე მეტყველებს, რომ ისინი საუცხოოდ გრძნობდნენ თავს საქართველოში. ეს შედეგები წინა წლებთან შედარებით ნამდვილად გამორჩეულია და ასახავს მასპინძელი რაგბის კავშირის მაღალ პროფესიონალიზმსა და სითბოს. საქართველოს რაგბის კავშირი, ქართული სარაგბო თემი, ქომაგები და მთელი ქვეყანა უნდა ამაყობდეს ამ შედეგით, ვინაიდან საქართველოში ჩატარებულმა ტურნირმა ერთი ასად ასწია მომავალი მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის თამასა“ - განაცხადა მსოფლიო რაგბის ტურნირების დირექტორმან საიმონ ქიბლმა.
მსოფლიო რაგბის მოხსენებასთან დაკავშირებით საქართელოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი შეაჯამეს.
პრესკონფერენციაზე ასევე მადლობა გადაუხადეს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თითოეულ წევრს, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს და მის პრეზიდენტს, ბატონ კორნელი კოკაიას, საფეხბურთო კლუბ ტორპედოს, ოლიმპიკის საფეხბურთო აკადემიას - ამ გუნდების ბაზებზე ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ვარჯიშობდნენ და მატჩთა შორის პერიოდში საწვრთნელ ვარჯიშებს მართავდნენ.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და 20-წლამდელთა ტურნირის დირექტორი ბაჩო ხურციძე.
ტარიელ ხეჩიკაშვილი: „წლევანდელი წელი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის თვალსაზრისით გამორჩეულია - საქართველომ არაერთ მნიშვნელოვან შეჯიბრებას უმასპინძლა, ამასთან წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ ორგანიზებული უმაღლესი დონის ტურნირები საერთაშორისო ფედერაციებისგან მაღალ შეფასებას იღებს. სასიხარულოა, რომ ამ ჩამონათვალში მოხვდა საქართველოში გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელმაც აქამდე გამართულ 10 ტურნირს შორის, ორგანიზატორებისა და მონაწილე გუნდებისგან უმაღლესი შეფასება მიიღო. აქამდე მსგავსი ტურნირების ჯამური შეფასება 87% იყო (შარშან მანჩესტერში), საქართველოში ჩატარებული ჩემპიონატის მაჩვენებელმა კი 90%-ს მიაღწია. ეს ყველაფერი ერთის მხრივ სიხარულის საბაბს გვაძლევს, მეორეს მხრივ კი ერთი-ორად ზრდის ჩვენს შანსებს, რომ „მსოფლიო რაგბმა“ მაღალი დონის ტურნირების მასპინძლობის უფლება მომავალშიც მოგვანიჭოს.
„უმაღლეს დონეზე ჩატარებულმა შეჯიბრებამ შედეგი უკვე გამოიღო - საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს მომავალში ექვსი ერის გუნდებთან თამაში მოუწევს, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი და დიდი წარმატებაა. მინდა, მივულოცო ეს წარმატება რაგბის კავშირს და სარაგბო საზოგადოებას. მადლობა გადავუხადო საორგანიზაციო ჯგუფის თითოეულ წევრს, რომელმაც დაუღალავად იშრომა იმისთვის, რომ საქართველოს 20-წლამდელთა მსოფლიოს თასისთვის ღირსეულად ემასპინძლა“
გოჩა სვანიძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი): „დიდი მადლობა „მსოფლიო რაგბს“ ასეთი მაღალი შეფასებისთვის. მადლობა სამინისტროს მხარდაჭერისთვის, რადგან ერთობლივი, დაუღალავი მუშაობის გარეშე ასეთ წარმატებას ნამდვილად ვერ მივაღწევდით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საორგანიზაციო ჯგუფის თითოეულ წევრს, რომელთა გამორჩეული პროფესიონალიზმის და შრომისმოყვარეობის დამსახურებაა, ის უმაღლესი შეფასება, რომელიც „მსოფლიო რაგბისგან“ მივიღეთ. არ შემიძლია არ გამოვყო მოხალისეები, ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი იმუშავეს და ტურნისი წარმატებით ჩატარებაში თავისი, სოლიდური წვლილი შეიტანეს.
ბაჩო ხურციძე (20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დირექტორი): „უპირელეს ყოვლისა ვამაყობთ ასეთი მაღალი დონის ტურნირის ჩაატრებით ეს იყო კომპლექსურად წარმატებულად ჩატარებული ტურნირი, რაშიც მონაწილეობა ყვველამ მიიღეს - სპონსორებმა, სახელმწიფომ, კერძო სექტორმა და მთელმა ქვეყანამ. ბუნებრივია ვამაყობთ ამით, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ რაგბის კაშირის და ქართული რაგბის წარმატება, არამედ ეს მთელი ქვეყნის წარმატებაა. რაც შეეხება რაგბის კავშირს, ის ბოლო ათწლეულის განმავლობაში რამდენჯერმე დასახელდა საუკეთესო სპორტულ ორგანიზაციად საქართველოში და ახლა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რაგბის კავშირი არის წარმატებული ორგანიზაცია, სადაც მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობენ, რომლებსაც ამ მასშტაბის ტურნირის გამართვა კარგად შეუძლიათ“.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფოლკსვაგენ
10 სტადიონი დაიდოს: 5-5
მშვენიერია
კარგია
წარმატებები