პარასკევს საფრანგეთში ადგილობრივ კლუბებს შორის რამდენიმე წინასასეზონო მატჩი გაიმართა, რომლებშიც არაერთმა ქართველმაც ითამაშა. „ლიონის“ შემადგენლობაში კი ერთბაშად ორი ჩვენებური გამოჩნდა.
ხსენებულმა გუნდმა ლიონის გარეუბან ვიანში ტოპ 14-იდან ახლახან გავარდნილ „გრენობლს“ უმასპინძლა და 26:17 დაამარცხა. ლიონელთა სასტარტო შემადგენლობაში მარჯვენა ბურჯის პოზიცია გურამ პაპიძეს ეკავა. პაპიძემ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ასაკობრივ ჩემპიონატზე იასპარეზა და 20 წლის ჩვენს ქვეყანაში გამართული ტურნირის მსვლელობისას გახდა. ეს ახალგაზრდა პირველხაზელისთვის საკმაოდ დიდი გაბარიტებისაა - სიმაღლეში თითქმის 190 სანტიმეტრია და 120 კილოზე მეტს იწონის.
რაც შეეხება მეორე ლიონელ ქართველს, ისიც ბურჯია, ოღონდ მარცხენა. თორნიკე მატარაძე შემოდგომაზე 21 წლის გახდება, ის ერთი წლით ადრე იყო 20-წლამდელთა რაზმში და მას შემდეგ სერიოზული პროგრესი განიცადა: პირველ ნაკრებში დაწინაურდა და 5 კეპიც მოიხვეჭა. მატარაძემ ტოპ 14-იც დააჭაშნიკა - გასული სეზონის ბოლო ტურში დებიუტი ჰქონდა. გარდა ამისა, თორნიკემ „ლიონის“ შემადგენლობაში ჩელენჯ კაპზე 3 მატჩი ჩაატარა და ეს გამოცდილება მას აუცილებლად დაეხმარება სამომავლო წინსვლაში. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ „ლიონმა“ მატარაძესა და პაპიძეს ივნისში თანამშრომლობა 2-2 წლით გაუხანგრძლივა.
თუმცა, პარასკევის მატჩს დავუბრუნდეთ: პაპიძემ პირველიდან მე-60 წუთამდე ითამაშა, ვიდრე მას მატარაძე შეცვლიდა. თორნიკე თავის ჩვეულ პოზიციაზე დადგა, ხოლო მარჯვენა ბურჯად მანამდე მარცხნივ მოთამაშე 20 წლის ფრანგმა ჰამზა კააბეშმა გადაინაცვლა ქართველებმა კარგად ითამაშეს და „ლიონის“ დამრიგებელმა პიერ მინიონიმ მატჩისშემდგომ კომენტარში მათი გამოსვლა დადებითად შეაფასა, ხოლო პაპიძეზე ცალკე ისაუბრა.
„პირველი მატჩი ყოველთვის რთულია. ჩვენ კარგი მოწინააღმდეგე გვყავდა. ჩემი მიზანი საქმეში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოთამაშის ხილვა იყო. კმაყოფილი ვარ, რადგან ამ მშვენიერმა ახალგაზრდა ბიჭებმა პრო დ2-ის ფავორიტი გუნდის უძლიერესი შემადგენლობა დაამარცხეს. მათი მეიმედება და ჩემპიონატში მათი დახმარება აუცილებლად მოგვიტანს ქულებს. კმაყოფილი კი ვარ, მაგრამ შეცდომებიც იყო, თუმცა პირველი მატჩებისთვის ეს დამახასიათებელიცაა.
ვცდილობ, გუნდი თანდათან დალაგდეს, რათა მისი ძლიერი და სუსტი მხარეები შევისწავლოთ. ეს მხოლოდ დასაწყისია. ბიჭების გამოცდა ამით მხოლოდ დაიწყო. მომდევნო მატჩებში გუნდის სრული შემადგენლობა მიიღებს მონაწილეობას.
გურამ პაპიძემ მთავარ გუნდში პირველად ითამაშა და თავი მომაწონა. კარგია! ის დაგვჭირდება. ასეთი მატჩები ძალიან სასარგებლოა მისნაირი ბიჭებისთვის - ჩვენც უფრო დეტალური წარმოდგენა გვექმნება მათ შესაძლებლობებზე და თავად მორაგბეებიც ეცნობიან ახალ გარემოს და ადაპტირებას იწყებენ. პაპიძე ბევრს შრომობს. ყველა ეს ახალგაზრდა ბევრს მუშაობს მთავარ გუნდში დასამკვიდრებლად. მათ კიდევ მოუწევთ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა. ამ შემადგენლობას თანდათან უფროსებს დავუმატებ. მსურს, ახალგაზრდები დიდ გუნდებთანაც გამოვცადო. მომავალი თამაში „მონპელიესთან“ გვაქვს და ბიჭები ასეთ მატჩებში ეჩვევიან დიდ რაგბს. დღეს მათ პრო დ2-ის მაგარ გუნდთან არ შეირცხვინეს თავი. ახლა ვნახოთ, რას იზამენ გრანდთან ჭიდილში. ასეა თუ ისე, უახლოეს წლებში ისინი ჩვენი გუნდის ბირთვს შეადგენენ და მომავალი მათია“, - თქვა „ლიონის“ მწვრთნელმა პიერ მინიონიმ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !
აი U20-იში ჩატარების შედეგები:
Официально: Грузия и Румыния примкнут к Шести Нациям
Грузинские и румынские регбисты с 2018 года будут выступать в новом европейском турнире с участием сборных-участниц Кубка Шести Наций. Впрочем, пока только на молодёжном уровне.
Исполнительный комитет Кубка Шести Наций прислал письмо в Союз регбистов Грузии, в котором уведомил о приглашении сборных Грузии и Румынии U19 и U20 в соревнования.
В ближайшее время организаторы КШН проведут встречу с руководителями Rugby Europe, на которой обсудят формат, даты и детали проведения нового турнира.
0?'>https://rugger.info/news/15354':'>https://rugger.info/news/15354'))
წარმატებები ჩვენს ახალგაზრდა ლომებს!
მოკლედ U20-ის მსოფლიოზე მონაწილეობა იძლევა შედეგებს. როგორმე თუ საკლუბო ევროპაზე გავაღწიეთ, ესეც თავისთავად მაგრად იმუშავებს. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ლომებს.
გენაცვალე! წარმატებები!
წარმატებები
- პაპიძე ბევრს შრომობს
- მთავარ გუნდში პირველად ითამაშა და თავი მომაწონა. კარგია!
- ბევრს შრომობს
წარმატება შრომის გარეშე არ მოდის...