შიდა რაგბი

15:16 | 28.07.2017 | ნანახია 2040 - ჯერ

ბათუმის ქვიშის რაგბის ფესტივალი 2017 (+VIDEO)

29-30 ივლისს ბათუმი მე-10, საიუბილეო ქვიშის რაგბის ფესტივალს უმასპინძლებს.

წლევანდელ საერთაშორისო ტურნირში 8 კაცთა და 4 ქალთა გუნდი მონაწილეობს, მათ შორის თითო-თითო ბრიტანეთიდან და რუსეთიდან.

კაცთა ტურნირი:

მეკობრეები, თიბისელები, ვითიბი, წრე, დევები, ბია, ბულდოგები (დიდი ბრიტანეთი) და დინამო (რუსეთი). ისინი ორ 4-გუნდა ჯგუფში არიან გადანაწილებული.

ქალთა ტურნირი:

აია, ავანგარდი, ბულდოგები (დიდი ბრიტანეთი) და დინამო (რუსეთი)

შაბათს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებია. ტურნირი 14 საათზე გაიხსნება და თამაშები 19 საათამდე გაგრძელდება. კვირას პლეი ოფები 16 საათიდან იწყება და 18:40 საათზე ქალთა, ხოლო 19 საათზე კაცთა ფინალური მატჩი დაიწყება.

ქვიშის რაგბის მოედნის ზომა 30X22-ზეა. სათამაშო დრო ორი 4-წუთიანი ტაიმია, ტაიმთა შორის 1-წუთიანი შესვენებით. თითოეული გუნდი 10 მოთამაშისგან შედგება - 5 თამაშობს, 5 სათადარიგოა. შეცვლები შეუზღუდავია და თამაშის შეუჩერებლად ხდება. ლელო 1 ქულაა და გარდასახვა არ სრულდება.

ბათუმის ქვიშის რაგბის ფესტივალი 2007 წლიდან ტარდება (გამონაკლისი 2008 წელი იყო). შარშან მისი გამარჯვებული ბათუმის გუნდი ‘მეკობრეები’ გახდა, რომელმაც ფინალში რუსეთს 4:3 სძლია.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:53 | 31.07.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

0.079699