ქართული

13:20 | 26.07.2017 | ნანახია 3828 - ჯერ

ფრუიძის დებიუტი - 2 ლელო

საქართველოს ნაკრების შუამარბმა გიორგი ფრუიძემ რუსეთის ჩემპიონატში დებიუტი დუბლით აღნიშნა. 23 წლის ბორჯღალოსანმა „კრასნი იართან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველად ითამაშა ციმბირული გუნდის კვართით და „სლავას“ რბევას საფუძველი ჩაუყარა.

მოსკოვში გამართული ამ გუნდების შეხვედრის საწყისი მეოთხედი „სლავას“ კარნახით წარიმართა და სტუმრები კმაყოფილები უნდა ყოფილიყვნენ, რომ ტაბლოზე 0:0 ენთო. მაგრამ 22-ე წუთზე „კრასნი იარის“ პირველივე სახიფათო შეტევა ფრუიძემ ლელოთი დააგვირგვინა და ანგარიში გახსნა. ტაიმის მიწურულს კი მოსკოველთა დაცვამ ორი უხეში შეცდომა დაუშვა და კიდევ ორი ლელო მიიღო - 0:21 პირველი ტაიმის შემდეგ.

მეორე ნახევარში კრასნოიარსკელებმა კიდევ 4 ლელო დადეს, რომელთაგან მეორე კვლავ ქართველმა უკანახაზელმა მიითვალა. საბოლოოდ - 45:5 „კრასნი იარის“ სასარგებლოდ, რომელიც სატურნირო ცხრილში „ენისეისა“ და „ყუბანის“ შემდეგ მე-3 საფეხურზეა. ციმბირელთა შორის მეორე ნახევარში კიდევ ერთი ბორჯღალოსანი გამოჩნდა - ლაშა მალაღურაძე, რომელმაც თამაშის მიწურულს საჯარიმო დარტყმა ააცილა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:11 | 27.07.2017
temuchin (431)

წარმატებები ლომო, ჰეპარდო, იაგუარო!!!

13:12 | 27.07.2017
krasni (587)

იმედია მელიტონა არ დაჰკარგავს, რა თქმა უნდა გიორგიზეც ბევრია დამოკიდებული.

10:45 | 27.07.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ გიორგი ! ! !

19:46 | 26.07.2017
ogafa (407)

წარმატებები

15:50 | 26.07.2017
GiorgiG83 (525)

არის შანსი იარს ქართული ცენტრი ჰყავდეს ლაშა (12) და ფრუი (13) და საინტერესო "ჯახიც" გამოცხვება ენისეის რომ შეხვდებიან მალაღურა/ფრუი vs კაჭი

15:48 | 26.07.2017
GiorgiG83 (525)

ცენტრს თამაშობდა (13) - მიყოლა კარგი ჰქონდა, რაქის დაცვისას აქტიურობდა, 1-2 ჯერ გამთამაშებლობაც იკისრა, პირველი ლელო რეალურად სწორი მიყოლის და ტაქტიკურად სწორი ხედვის დამსახურება იყო კარგი მიყოლა და ხაზის ცენტრში გაჭრა 22 თან
მეორე კი მარცხენა ფრთაზე ჩათამაშებას მოყჰვა, იქაც სწორი მიყოლა (მის მერე 2 კაცი იდგა)აჩქარება და ლელოც გამოცხვა

0.081604