უცხოური

14:19 | 25.07.2017 | ნანახია 2213 - ჯერ

კუბელი არგენტინაში დაბრუნდა

არგენტინის ნაკრები იმ გუნდების რიცხვს შეუერთდა, რომელთა შემადგენლობაშიც ლეგიონერები არ თამაშობენ. 2017 წლის რაგბი ჩემპიონშიპის განაცხადში მყოფი ყველა მორაგბე სუპერ რაგბის არგენტინული ფრანჩიზის, „ხაგუარესის“ წევრია.

ბოლო მოთამაშე, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა, შერკინების ნახევარმცველი ტომას კუბელია. მან 2 სეზონი სუპერ რაგბის ავსტრალიურ „ბრამბიზში“ გაატარა, მომავალ სეზონს კი „ხაგუარესში“ დაიწყებს.

„ძალიან მომწონს ახალი გამოწვევა. გავაგრძელებ თამაშს სუპერ რაგბიში, თუმცა უკვე საკუთარი ქვეყნის ღირსებას დავიცავ. ავსტრალიაში ყველაფრით კმაყოფილი ვიყავი, თუმცა არგენტინა ჩემი სამშობლოა და რა თქმა უნდა, უპირატესობას მას ვანიჭებ. „ხაგუარესი“ მსოფლიო დონის გუნდია და დარწმუნებული ვარ, იქ განვითარებასა და წინსვლას განვაგრძობ“, - განაცხადა კუბელიმ.

28 წლის მოთამაშემ კონტრაქტი 2019 წლის ბოლომდე გააფორმა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.066977