უცხოური

13:52 | 25.07.2017 | ნანახია 3013 - ჯერ

„ძებრე“ გაქრობის ზღვარზეა

ირლანდიელების, უელსელების, შოტლანდიელებისა და იტალიელების გაერთიანებული ლიგის, პრო 12-ის ერთ-ერთმა იტალიურმა კლუბმა „ძებრემ“ 2017/2018 წლების სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე სპონსორი დაკარგა.

კლუბის აწ უკვე ყოფილმა მეპატრონეებმა იტალიის რაგბის კავშირში ოფიციალური წერილი გაგზავნეს, სადაც წერია, რომ მათ მფლობელობაში არსებული გუნდის აქციებზე უარს ამბობენ, ეს კი „ძებრეს“ ფაქტობრივ დაშლას ნიშნავს.

მიუხედავად ამისა, იტალიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ პრო 12-ის მომავალ სეზონში იტალია კვლავ ორი ფრანჩიზით იქნება წარმოდგენილი - უახლოეს ერთ კვირაში პარმაში „ძებრეს“ ნაცვლად ახალი კლუბი შეიქმნება და პრო 12-ში სწორედ ის ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ უსახსრობის გამო „ძებრემდე“ კიდევ ერთი იტალიური კლუბი, ვიადანას „აირონი“ გაუქმდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080798