სიახლეები

9:57 | 23.07.2017 | ნანახია 2453 - ჯერ

სეუ კვლავ დაუმარცხებელია

სეუ-ს 7-კაცამ საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა მოიგო და დაუმარცხებელ გუნდად რჩება.

შეგახსენებთ, პირველ დღეს ქართველმა სტუდენტებმა რენის (საფრანგეთი, 14:0), კოიმბრას (პორტუგალია, 36:0) და ბუქარესტის (რუმინეთი, 5:0) გუნდებს სძლიეს.

მეორე დღეს სეუ-ს პირველი მეტოქე რუსეთის, ყუბანის უნივერსიტეტის გუნდი იყო და ორგანიზატორების შეფასებით, მილანში მიმდინარე ტურნირზე საუკეთესო შეხვედრა გაიმართა. ქართველებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს, თავი ბექა საღინაძემ და რევაზ ჯინჯიხაძემ გამოიჩინეს, გიორგი ბაბუნაშვილმა ერთი გარდასახა და ტაიმი 12:7 დასრულდა. შესვენების შემდეგ გუნდებმა ქულების აღება ვეღარ მოახერხეს და სეუ-მ საბოლოოდ 12:7 იმარჯვა.

მეორე თამაში მასპინძელი, მილანის უნივერსიტეტის გუნდთან გვქონდა და პირველი ტაიმის შემდეგ იტალიელები 7:5 იგებდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ სეუ-მ 19 უპასუხო ქულა აიღო და 24:7 იმარჯვა. ბაბუნაშვილმა დუბლი შეასრულა და ერთი გარდასახვა გაიტანა, ხოლო თითო-თითო ლელო ანზორ სიჭინავას და გიორგი კვესელაძის ანგარიშზეა. მეორე გარდასახვა საბა შუბითიძემ შეასრულა.

23 ივლისს სეუ ვალენსიას უნივერსიტეტის გუნდს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ფინალში მისი მომავალი მეტოქის ვინაობა გაირკვევა.

სეუ-ს 7-კაცა სტუდენტურ ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით თამაშობს:დიმიტრი კალანდაძე, ბექა საღინაძე, გიორგი კვესელაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ანზორ სიჭინავა, თორნიკე მანაგაძე, ნიკა სუხაშვილი, სოსო მათიაშვილი, რევაზ ჯინჯიხაძე, საბა შუბითიძე, აკაკი ტაბუცაძე, მირიან მოდებაძე.

მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

მწვრთნელის ასისტენტი და დელეგაციის ხელმძღვანელი: პაატა მაისურაძე

ფიზ.მომზადების მწვრთნელი: გიორგი ჭყოიძე

მენეჯერი: ლელა წიკლაური

ექიმი: გიორგი მურადაშვილი

rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:02 | 24.07.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

0.096934