22:09 | 22.07.2017 | ნანახია 2410 - ჯერ

ორ-ორი მოგება მოსკოვში

საქართველოს ქალთა და კაცთა ქვიშის რაგბის ნაკრებებმა მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ორ-ორი გამარჯვება მოიპოვეს.

კაცთა ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს და ისინი ორ 4-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული. პირველ სათამაშო დღეს მნიშვნელოვანი იყო, რომ გიორგი ქოპილაშვილის შეგირდებს ჯგუფური ეტაპი მაქსიმალურად მაღალ ადგილზე დაესრულებინათ, რათა მეოთხედფინალში შედარებით სუსტ მეტოქეს შეხვედროდნენ და გუნდმა ეს ამოცანა წარმატებით გადაჭრა.

პირველი მატჩი მასპინძელ რუსეთის ნაკრებთან გვქონდა. ჩვენს მორაგბეებს ქვიშის რაგბთან ადაპტაცია გაუჭირდათ და გამარჯვება მეტოქეს დარჩა (8:3). მეორე შეხვედრაში ბელორუსთან ყველაფერი კარგად აეწყო და საქართველომ იოლად იმარჯვა - 9:1, ხოლო დასკვნით მატჩში ესპანეთს დაძაბულ ბრძოლაში 6:4 ვძლიეთ, ჯგუფი მეორე ადგილზე დავასრულეთ და ხვალ მეოთხედფინალში უკრაინას შევხვდებით (11:30 საათი).

ქალთა ტურნირში 4 გუნდი მონაწილეობს და პირველი დღე სარეიტინგო იყო. ჯაბა მალაღურაძის გუნდმა პირველი მატჩი კარგად ჩაატარა და ლატვიას 8:3 სძლია, მასპინძელ რუსეთს 2 ლელო გაუტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა (2:6), ხოლო დასკვნით შეხვედრაში ბელორუსთან 3-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და დაძაბულ ბრძოლაში 6:5 იმარჯვა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა აქაც მეორე ადგილი დაიკავა და ხვალ ნახევარფინალში კვლავ ბელორუსს შეხვდება (12:30 საათი).

საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრებების შემადგენლობა

კაცები: გიორგი ჭუაძე (აკადემია), ვანო ბერიკაშვილი (აკადემია), ივანე ხელაია (აკადემია), გიორგი გოგლიძე (აკადემია), ირაკლი ლუარსაბიშვილი (აკადემია), ალექსანდრე ზაბახიძე (ჯიქი), გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), ნიკა ცირეკიძე (ყოჩები), გიორგი წიკლაური (ჯიქი), ჯაბა კიკვიძე (ყოჩები), ვანო გაბროშვილი (ჯიქი).

მწვრთნელი: გიორგი ქოპილაშვილი

ქალები: მარი გოგუაძე (თბილისი), თაკო მანაგაძე (ქუთაისი), ლოსანა ფოლადიშვილი (რუსთავი), ანი სირაძე (ქუთაისი), ნინო ტაბატაძე (თბილისი), ნიკოლ გალუზინსკაია (თბილისი), თიკა პაპუაშვილი (თბილისი), სალომე საღარაძე (თბილისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), ქეთი მოდებაძე (თბილისი), თიკა სიხარულიძე (თბილისი), სალომე მაკასარიშვილი (თბილისი).

მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:11 | 22.07.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ! ! !

0.080536