7-კაცა

10:14 | 22.07.2017 | ნანახია 2241 - ჯერ

სეუ-მ სამივე მოიგო

სეუ-ს 7-კაცამ საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატის პირველ სათამაშო დღეს სამივე შეხვედრა მოიგო და თანაც ისე, რომ თავად ქულა არ მიუღია.

ქართველმა სტუდენტებმა პირველი შეხვედრა ფრანგებთან, რენის უნივერსიტეტის გუნდთან გამართეს და თითო ტაიმში თითო ლელო გაუტანეს. თავი ბექა საღინაძემ და იოსებ მათიაშვილმა გამოიჩინეს, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა ორივე გარდასახა - 14:0.

მეორე მატჩში კოიმბრას უნივერსიტეტის (პორტუგალია) გუნდმა სეუ-ს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ქართველებმა პირველ ტაიმში 2, ხოლო მეორეში 4 ლელო დადეს. აკაკი ტაბუცაძემ დუბლი შეასრულა, საღინაძემ, საბა შუბითიძემ, რევაზ ჯინჯიხაძემ და მათიაშვილმა კი თითო-თითო ლელო მიითვალეს. ბაბუნაშვილმა სამი გარდასახა - 36:0.

დღის დასკვნით მატჩში ბუქარესტის უნივერსიტეტის გუნდს, რომელიც პრაქტიკულად რუმინეთის ნაკრებია, 5:0 ვძლიეთ. შეხვედრის ერთადერთი ლელო მათიაშვილმა მეორე ტაიმში გაიტანა.

ხვალ სეუ ორ შეხვედრას გამართავს: თბილისის დროით 12 საათზე რუსეთის გუნდს შეხვდება, ხოლო მოგვიანებით მასპინძლების, მილანელების წინააღმდეგ ითამაშებს.

სეუ-ს 7-კაცა სტუდენტურ ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით თამაშობს:დიმიტრი კალანდაძე, ბექა საღინაძე, გიორგი კვესელაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ანზორ სიჭინავა, თორნიკე მანაგაძე, ნიკა სუხაშვილი, სოსო მათიაშვილი, რევაზ ჯინჯიხაძე, საბა შუბითიძე, აკაკი ტაბუცაძე, მირიან მოდებაძე.

მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

მწვრთნელის ასისტენტი და დელეგაციის ხელმძღვანელი: პაატა მაისურაძე

ფიზ.მომზადების მწვრთნელი: გიორგი ჭყოიძე

მენეჯერი: ლელა წიკლაური

ექიმი: გიორგი მურადაშვილი

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:48 | 22.07.2017
qomagi (248)

რუმინეთის რატომ გვიკვირს, ჩვენ გეპეის სტუდენტები გვყავს წაყვანილი თუ სამედიცინოსი?

11:22 | 22.07.2017
nikachkhaidze (21)

ისე წერია რუმინეთზე პრაქტიკულად ეროვნული ნაკრებიაო, თითქოს ჩვენ მოყვარულებით ვიყოთ,
არადა ჩვენებიც 90 % ან ეროვნულში არის ან 7კაცა ნაკრებში

0.084938