ბორჯღალოსნები

20:20 | 21.07.2017 | ნანახია 1914 - ჯერ

20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი - მადლობა მოხალისეებს!

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, დღეს მოხალისეებს, რომლებიც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული მადლობა გადაუხადა და სპეციალური სიგელები გადასცა.

20-წლამდელთა ჩემპიონატს საქართველომ (თბილისი და ქუთაისი) 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით უმასპინძლა და მსოფლიო რაგბის მაღალჩინოსნების, ასევე სტუმარი გუნდების აღიარებით, ის საუკეთესოდ იყო ორგანიზებული. უმაღლესი შეფასების მიღებაში საკუთარი წვლილი მოხალისეებმაც შეიტანეს, რომლებიც ხუთი მიმართულებით იყვნენ ჩართული:

გუნდების ატაშეს ასისტენტები: ანი მაჩაიძე, მარიამ ქორიძე, შოთა წიწილაშვილი, სერგი ქემოკლიძე, დავით ჩადუნელი, მირიან მარგალიტაძე, თორნიკე ხომიზურაშვილი, ნინო ხუბლავა, მარიამ ჟორჟოლიანი, ბერიკა ჭელიძე, ნათია გოგოლაშვილი, დათო დარბაიძე, თათა გულაშვილი, დემნა ხორბალაძე, ბექა სხულუხია;

სტადიონის მენეჯერის ასისტენტები: გიორგი ფურცელაძე, თათა აბულაშვილი, ეკა ხორგუაშვილი, გია შამუგია, თინა ოდიკაძე;

ვი აი პი კოორდინატორები: ნინო პავლიაშვილი, ანა იაკობიძე, თათია დარსაველიძე;

მედია და კომუნიკაციების სამსახურის ასისტენტები: ვაკო ყიფიანი, ლევან ყუფარაძე, აკაკი სულავა, ანანო ჯაოშვილი, ანა ბახსოლიანი, ანა ლეჟავა, მარიამ დანელია, თათია დანელია, სალომე მამულაშვილი და ელენე ლომსაძე;

ფანზონის კოორდინატორები: თამარ ტყემალაძე და მარიამ ხუბლავა

„მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოხალისეების ინსტიტუტს დიდი ისტორია აქვს, თუმცა ჩვენ ახლა ვიწყებთ ამ რანგის ტურნირების მასპინძლობას და მის ორგანიზებაში მოხალისეების ჩართვას. მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ნებისმიერი ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში, რადგან ისინი განსაკუთრებული ადამიანები არიან. იმიტომ რომ უყვართ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაგბს სრულიად უანგაროდ მოემსახურნენ და შეასრულეს შავი სამუშაოები. ისინი ყოველთვის კეთილგანწყობილი არიან და მუდამ დადებით კვალს ტოვებენ. ჩვენი ვალია, რომ ამ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ და ეს წრე აუცილებლად უნდა გაფართოვდეს. დღეს ჩვენ მათ სიგელები გადავეცით, თუმცა სხვა ფორმითაც აუცილებლად წავახალისებთ. გვსურს, რომ მოხალისეები სხვა ტურნირებშიც ჩავრთოთ და მომავალი სეზონიდან მოხალისეები დიდი 10-ის მატჩებშიც გამოჩნდებიან“ განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ

ტურნირის წარმატებით ჩატარებაში და უმაღლესი შეფასების მიღებაში მოხალისეების მიერ გაწეულ ღვაწლს აფასებს 20-წლამდელთა ჩემპიონატის დირექტორი ბაჩო ხურციძე:

„უმნიშვნელოვანესია ის, რასაც მოხალისეები აკეთებდნენ. ისინი მონდომებით და დიდი ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ ყველა დეტალს და მოხალისეების ნაწილში უმაღლესი შეფასება მივიღეთ. მათ უზარმაზარი სამუშაო გაწიეს, ამ ტურნირის წარმატებით ჩატარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დიდი ტურნირების თუ ერთეული მატჩების ორგანიზებისას, მოხალისეების ჩართულობა აპრობირებული მეთოდია“.

ყურადღებით და მათი ღვაწლის დაფასებით კმაყოფილები იყვნენ თავად მოხალისეები:

ვაკო ყიფიანი: „ეს იყო ტურნირი, რომელმაც მთალი სარაგბო სამყარო გააერთიანა. ორგანიზების მხრივ ყველაფერი კარგად იყო და ამას მოწმობს შეფასება, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირმა მიიღო. სასიხარულოა, მაღალი შეფასება ჩვენ, მოხალისეებმაც მივიღეთ. მე 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსვლელობისას ქუთაისშიც ვიყავი და თბილისშიც, შემიძლია დავადასტურო, რომ მართლაც ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო.

„ტურნირის ორგანიზებაში ჩემი ჩათვლით ისეთი მოხალისეები იყვნენ ჩართული, რომელთაც სათანადო გამოცდილება არ ჰქონდათ, თუმცა ამოცანას თავი კარგად გაართვეს და უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს. პირადად ჩემთვის დიდი პატივი იყო ასეთი მასშტაბური ტურნირის ორგანიზებაში ჩართულობა. შევიძინე დიდი გამოცდილება, რომელიც მომავალში აუცილებლად გამომადგება“.

ლევან ყუფარაძე: „ბედნიერი ვარ ასეთი ტურნირის ორგანიზებაში საკუთარი წვლილი რომ შევიტანე. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და უდიდესი გამოცდილება მივიღე. მიხარია, რომ ორგანიზების თვალსაზრისით, საქართველოში გამართულმა 20-წლამდელთა ჩემპიონატმა მაღალი შეფასება მიიღო. დღეს ჩვენ სპეციალური სიგელები გადმოგვეცა, რამაც მოტივაცია გამიორმაგა და მზად ვარ ჩავერთო სხვა აქტივობებშიც, რათა წვლილი შევიტანო რაგბის განვითარებაში“

www.site.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077115