მიუხედავად 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციისა, „ოლ ბლექსის“ ცენტრი სონი ბილ უილიამსი რაგბი ჩემპიონშიპის სასტარტო მატჩებს მაინც არ გამოტოვებს.
ალბათ ყველას ახსოვს, რისთვის მიიყო წითელი ბარათი (და შემდგომში - 4-მატჩიანი დიშკვალიფიკაცია) ახალზელანდიელმა სუპერვარსკვლავმა: „ოლ ბლექსისა“ და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების მეორე ტესტის მსვლელობისას ენტონი უოთსონს თავში მხარი ისეთი გამეტებით დაარტყა, რომ რეფერიმ უყოყმანოდ გააგდო მოედნიდან.
სონი ბილმა სასჯელის ნახევარი უკვე მოიხადა: ლომებთან დასკვნითი ტესტი გააცდინა, შემდეგ კი სუპერ რაგბიში „სანვულვზის“ წინააღმდეგ არ ითამაშა. როგორც მოსალოდნელი იყო, „ბლუზის“ შუამარბს რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) ორი სასტარტო მატჩიც უნდა გამოეტოვებინა - ავსტრალიასთან 19 და 26 აგვისტოს. მაგრამ მოთამაშემ ამ სიტუაციაში ასეთი რამ მოიმოქმედა: ახალი ზელანდიის ეროვნულ ჩემპიონატში (Mitre 10 Cup) მოასპარეზე „ქაუნთის მანუკაუსთან“ მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ კლუბის ორ წინასასეზონო მატჩს გამოტოვებს, რაც მას აბსოლუტურად კანონიერად ჩაეთვლება დისკვალიფიკაციის წესების დაცვად.
ორივე ხსენებული მატჩის გამოტოვებით სონი ბილ უილიამსი დისკვალიფიკაციას სრულად მოიხდის და მსოფლიო ჩემპიონებს „ვოლაბებთან“ უპრინციპულეს მატჩებში დაეხმარება. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბარში „ოლ ბლექსის“ გურუ სტივ ჰანსენმაც დაადასტურა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა გველაძუააა DDD