ქართული

19:20 | 19.07.2017 | ნანახია 2469 - ჯერ

საქართველო ქვიშის რაგბის ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ

22-23 ივლისს მოსკოვი ქვიშის რაგბიში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას საქართველოს ქვიშის რაგბის კაცთა და ქალთა ნაკრებები მიიღებენ. ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პირველად გაიმართება, სულ 8 ნაკრები ითამაშებს - აზერბაიჯანი, უკრაინა, რუმინეთი, იტალია, ბელარუსი, რუსეთი, ესპანეთი და საქართველო.

საქართველოს ნაკრების მორაგბეები ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს, ბელარუსს და ესპანეთს დაუპირისპირდებიან.

ევროპის ჩემპიონატი მოსკოვში, ქვიშის სპორტის სახეობათა სტადიონ „დინამოზე" გაიმართება. საქართველოს გუნდები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს რაგბის კავშირისა და ქვიშის რაგბის ფედერაციის დახმარებით მიემგზავრებიან.

საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრებების შემადგენლობა

კაცები


გიორგი ჭუაძე, ვანო ბერიკაშვილი, ივანე ხელაია, გიორგი გოგლიძე, ირაკლი ლუარსაბიშვილი, ალექსანდრე ზაბახიძე, გული ქანდაურაშვილი, გიორგი ნათელაშვილი, ნიკა ცირეკიძე, გიორგი წიკლაური, ჯაბა კიკვიძე, ვანო გაბროშვილი.

მწვრთნელი: გიორგი კოპილაშვილი

ქალები

მარი გოგუაძე, თაკო მანაგაძე, ლოსანა ფოლადიშვილი, ანი სირაძე, ნინო ტაბატაძე, ნიკოლ გალუზინსკაია, თიკა პაპუაშვილი, სალომე საღრაძე, ირმა გულიაშვილი, ქეთი მოდებაძე, თიკა სიხარულიძე, სალომე მაკასარიშვილი.

მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:50 | 20.07.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ! ! !

0.083005