ამბები

11:43 | 7.10.2014 | ნანახია 2846 - ჯერ

დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდების მოგება-წაგება აფრიკელებთან

საქართველოში სამხრეთ აფრიკული “აფეესის” ასაკობრივი გუნდების ტურნე გრძელდება. გუშინ ქუთაისის ახალ სარაგბო მოედანზე (“აიას” ბაზა) ასპარეზობის მეორე სამატჩო დღე შედგა, რომელშიც სტუმრებს დასავლეთ საქართველოს 15 და 17-წლამდე ნაკრებები მასპინძლობდნენ.

საღამოს პირველ შეხვედრაში დასავლეთ საქართველოს 15-წლამდე ნაკრები “აფეესის” 14-წლამდელთა გუნდს ერკინა. ამ შეხვედრაში ბოლო წუთზე დადებული ლელოთი სტუმრებმა ჯერ გაათანაბრეს ანგარიში, ხოლო გარდასახვის შემდეგ 19:17 გაიმარჯვეს.

საღამოს მეორე მატჩში დასავლეთ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები “აფეესის” 16-წლამდელთა გუნდს შეხვდა და შეხვედრაში 15:0 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ასპარეზობის პირველ ტურში სამხრეთ აფრიკელებს თბილისში საქართველოს 15-წლამდელთა და აღმოსავლეთ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები გუნდები ეთამაშნენ და ორივე შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.

აფრიკელი ჭაბუკების ტურნეს დასკვნითი სამატჩო დღე 10 ოქტომბერს თბილისში, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გაიმართება, სადაც მათ საქართველოს 15-წლმადელთა და 17-წლამდელთა ნაკრები გუნდები უმასპინძლებენ.

16:30 საქართველო 15-წ. - აფეეს 14-წ. (2 X 30 წუთი)

18:00 საქართველო 17-წ. - აფეეს 16-წ. (2 X 35 წუთი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.966842