სუპერ რაგბის არგენტინელმა ფრანშიზმა „ხაგუარესმა“ გუნდის მთავარი მწვრთნელი რაულ პერესი თანამდებობიდან დაითხოვა.
52 წლის სპეციალისტი გუნდს ორი სეზონის განმავლობაში წვრთნიდა და სუპერ რაგბის 2016 წლის სეზონში მე-13, ხოლო წელს მე-10 ადგილზე გაიყვანა.
ვარაუდობენ, რომ ვაკანტურ თანამდებობას „პუმების“ ყოფილი კვაჭი, ამჟამად ავსტრალიის ნაკრების შერკინების მწვრთნელი მარიო ლედესმა დაიკავებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია