უცხოური

13:07 | 18.07.2017 | ნანახია 1803 - ჯერ

ალან ჯონსი „ბარბაროსებისთვის“ დაბრუნდა

ცნობილი ავსტრალიელი სპეციალისტი ალან ჯონსი 30-წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდება. 76 წლის ჯონსი „ბარბაროსების“ „ვოლაბებთან“ 28 ოქტომბერს გასამართი ტესტ-მატჩისთვის მოამზადებს.

„ბარბაროსების“ გაწვრთნა დიდი პატივია. მოუთმენლად ველი ავსტრალიის ნაკრებთან დაპირისპირებას. იმედია, ისეთ მატჩს გამოვაცხობთ, რომელის ქომაგებსაც მოეწონებათ და თავად მორაგბეებსაც“, - ასე შეაფასა თავისი დანიშვნა ჯონსმა.

1984-1987 წლებში ალან ჯონსი ავსტრალიის ნაკრებს თავკაცობდა. ისტორიაში პირველ მსოფლიო თასზე „ვოლაბებმა“ მე-4 ადგილი სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაიკავეს.

წლევანდელი შემოდგომის ტესტებზე „ბარბაროსები“, როგორც ზემოთ ითქვა, 28 ოქტომბერს ავტრალიელებს დაუპირიპირდებიან, 4 ნოემბერს ახალი ზელანდიის ნაკრებს ეთამაშებიან, ხოლო 11 ნოემბერს - ტონგას. ბოლო ორ მატჩში კლუბს ახალზელანდიელი რობი დინსი უთავკაცებს - ავსტრალიის ნაკრების კიდევ ერთი ექსდამრიგებელი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084365