6 ერი

12:10 | 12.02.2016 | ნანახია 932 - ჯერ

შოტლანდიამ შეცდომების გამოსწორებაზე იმუშავა

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა, ინგლისთან 9:15 წაგებული შეხვედრის შემდეგ, ექვსი ერის მეორე რაუნდში, კარდიფში უელსთან სათამაშოდ სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა და ისიც ტრავმითაა გამოწვეული.

მთლიანობაში, 23-კაციან განაცხადში ორი ცვლილებაა. 26 წლის დანკან ტეილორი უკანა ხაზის ცენტრში მარკ ბენეტის შეუწყვილდება, ხოლო სათადარიგოთა სკამზე გათავისუფლებულ ადგილს შონ ლამონტი დაიკავებს. მეთ სკოტმა, რომელმაც ინგლისთან თამაში დაიწყო, ვარჯიშისას ტრავმა მიიღო და გუნდს ამის გამო ვერ ეხმარება.

ტეილორო ხშირად ტრავმიანობდა, რის გამოც ნაკრებში ხშირად ვერ ხვდებოდა და ჯამში მხოლოდ 14 კეპი მოუგროვდა. ის სასტარტო შემადგენლობაში მეხუთედ იქნება - პირველად 2014 წლის შემდეგ. მიუხედავად საერთაშორისო მატჩების ნაკლებობისა, დანკანი კარგად გამოიყურებოდა კლუბში და სასტარტო შემადგენლობაში ადგილიც დამსახურებულად მოიპოვა.

„ეს ბიჭები ინგლისთან მარცხის შემდეგ იმედგაცრუებული არიან და მთელი კვირის განმავლობაში დაუღალავად შრომობდნენ წნეხის ქვეშ შეცდომების მინიმუმამდე დასაყვანად. განვლილ მატჩში ჩვენ შევქმენით შესაძლებლობები, რომლების ქულებში ასახვა შეიძლებოდა. როგორც გუნდს, ბევრად უკეთ შეგვიძლია თამაში. გვაქვს პოტენციალი, რომ ყველა მიმართულებით უკეთ გამოვიყურებოდეთ. ვიცით, რომ უელსთან კარდიფში თამაში იოლი არ იქნება და ყურადღებას დაცვასა თუ შეტევაში უკეთ თამაშზე გავამახვილებთ“ - თქვა კოტერმა.

კარდიფი. „მილენიუმი“. 20:50 საათი

შოტლანდია: 15. Stuart Hogg, 14. Sean Maitland, 13. Mark Bennett, 12. Duncan Taylor, 11. Tommy Seymour, 10. Finn Russell, 9. Greig Laidlaw (c), 8. David Denton, 7. John Hardie, 6. John Barclay, 5. Jonny Gray, 4. Richie Gray, 3. Willem Nel, 2. Ross Ford, 1. Alasdair Dickinson.
სათადარიგოები: 16. Stuart McInally, 17. Gordon Reid, 18. Zander Fagerson, 19. Tim Swinson, 20. Blair Cowan, 21. Sam Hidalgo-Clyne, 22. Duncan Weir, 23. Sean Lamont.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:25 | 12.02.2016
baqo22 (10)

მაინც არ უშველით, უელსი ჩაანგრევს.

1.811621