უცხოური

11:51 | 15.07.2017 | ნანახია 2280 - ჯერ

ტონგა იაპონიაში მიდის (+VIDEO)

ტონგამ 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლის წყნარი ოკეანის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და იაპონიაში „გ“ ჯგუფში - ინგლისის, საფრანგეთის, არგენტინისა და აშშ-ის ნაკრებებთან ითამაშებს.

ორწრიანი ტურნირის დასკვნით მატჩში სამოა ფიჯის მასპინძლობდა და თუნდაც პრემიალური ქულა რომ აეღო, შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილს თავად დაიკავებდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 16:14 მოიგეს, თუმცა შესვენების შემდეგ სამი უპასუხო ლელო მიიღეს და 16:38 დამარცხდნენ. შედეგად, ფიჯიმ 2017 წლის წყნარი ოკეანის თასი მოიგო და სამოა ორწრიან შესარჩევში ბოლო, მესამე ადგილზე დატოვა.

სამოელები იაპონიის საგზურისთვის გაისად, ევროპის შესარჩევ ზონაში მეორე ადგილზე გასულ გუნდს შეხვდებიან.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:17 | 17.07.2017
GiorgiG83 (525)

აფრიკაშიც შესარჩევი მიმდინარეობს, ეგეც გააშუქეთ

10:30 | 17.07.2017
GiorgiG83 (525)

რუსეთი, ესპანეთი, გერმანია - გადაურბენენ

0.083725