უცხოური

11:18 | 10.07.2017 | ნანახია 2249 - ჯერ

“მონპელიემ” კრუდენი გაიფორმა

“მონპელიემ” ახალი ზელანდიის ნაკრების მორაგბე აარონ კრუდენი გაიფორმა, იუწყება ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

აღნიშნული წყაროს ცნობით, 28 წლის მგეზავმა ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრუდენი სეზონში 1,54 მილიონ დოლარს მიიღებს.

კრუდენი სუპერ რაგბიში 2010 წლიდან თამაშობდა. ის ჯერ “ჰარიკეინსის” ღირსებას იცავდა, ხოლო 2012 წელს “ჩიფსში” გადავიდა და 84 მატჩში 677 ქულას მოუყარა თავი. მას “ოლ ბლექსის” რიგებში დებიუტი 2010 წელს ჰქონდა და 49 თამაშში 322 ქულა აქვს მოხვეჭილი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083474