ლეგიონერები

14:57 | 7.07.2017 | ნანახია 6755 - ჯერ

შკინინი, ქორიძე და დარასელია - ნოვოკუზნეცკის „მეტალურგში“ (+VIDEO)

რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში მოასპარეზე ნოვოკუზნეცკის „მეტალურგი“ ქვეყნის ელიტური კლუბების რიცხვს არ განეკუთვნება, მაგრამ ბოლო წლებში პროგრესირებს და შარშანდელ ჩემპიონატში თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა - მე-4 ადგილი დაიკავა. წლეულს „მეტალურგი“ უფრო მაღალი ადგილის დაკავებას გეგმავს და ამისთვის შემადგენლობას აძლიერებს.

სამხრეთ-დასავლეთ ციმბირში მდებარე ამ ქალაქის კლუბის ოფიციალურ საიტზე მეტად საინტერესო ინფორმაცია გამოქვეყნდა. ნიუსში წერია, რომ გუნდი სამი ქართველით გაძლიერდა და თუ ლევან დარასელიასა და ირაკლი ქორიძეს „მეტალურგში“ ადრეც უთამაშიათ, მესამე ქართველი პირველად გახდება ამ კლუბის წევრი. საუბარია გიორგი შკინინზე, ბორჯღალოსან უკანახაზელზე.

მოგეხსენებათ, გოშა შკინინს 2007 წელს საფრანგეთის მსოფლიო თასზეც აქვს ნათამაშები და ირლანდიასთან უდრამატულეს მატჩში მეტად დასამახსოვრებელი ლელოც (ვიდეო) აქვს გატანილი. ბოლოს მან ნაკრებში 2014-ში ითამაშა. სულ კი, 34 წლის მორაგბის ანგარიშზე 38 სანაკრებო კეპი და 6 ლელოა. გიორგი შკინინს თავის ხანგრძლივ კარიერაში გარემარბადაც უთამაშია, შუამარბადაც და ფულბეკის პოზიციაზეც.

ირაკლი ქორიძე 32 წლისაა და შერკინების პირველი ხაზის ნებისმიერ პოზიციაზე ეხერხება თამაში. არც ლევან დარასელიაა გამოუცდელი - 31 წლის მორაგბე 6 ან 7 ნომერზე თამაშობს ხოლმე.

სხვათა შორის, დარასელიასა და ქორიძის დაბრუნება სამიოდე კვირის წინ იყო დაანონსებული, თან ითქვა, რომ „მეტალურგის“ ქომაგებს სიურპრიზი ელოდათ და დარასელია-ქორიძესთან ერთად გუნდში ძალიან ცნობილი ქართველი მორაგბე უნდა მისულიყო. როგორც ხვდებით, საუბარი შკინინის შესახებ იყო.

ხვალ ნოვოკუზნეცკის „მეტალურგი“ კრასნოდარის „ყუბანს“ უმასპინძლებს და სამივე ქართველი თავისი ახალი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იქნება: N1 ირაკლი ქორიძე, N7 ლევან დარასელია და N12 გიორგი შკინინი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:39 | 08.07.2017
ddimitri (22)

ფიჯი დაემატა ჩვენს ჯგუფს მსოფლიო თასზე 2019

Сборная Фиджи квалифицировалась на главный турнир планеты, обыграв Тонга в Кубке Тихоокеанских Наций.

Второй год кряду фиджийци завоевали чемпионский титул турнира. Встреча прошла в упорной и бескомпромиссной борьбе. Первая сорокаминутка завершилась вничью. Команды обменялись ударами со штрафных (3:3). Второй тайм начался с преимущества в счёте хозяев благодаря попытке и точной реализации. Но Фиджи сумели совершить важный камбек. Заносом отметился замок Леоне Накарава, флай-хав Бен Волавола справился с двумя штрафными.

Фиджи присоединятся к Австралии, Уэльсу и Грузии, а также Канаде или Уругваю, в группе D Кубка Мира-2019 в Японии.

21:59 | 07.07.2017
ogafa (407)

სამივე

0.128725