შაბათს, 8 ივლისის დილას ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები თავისი ახალზელანდიური ტურნეს დასკვნით მატჩს გამართავენ - კვლავ „ოლ ბლექსს“ დაუპირისპირდებიან, და ამით ზაფხულის ტესტები დასრულებულად გამოცხადდება. ეს პერიოდი 8 კვირისგან შედგებოდა და მასში, ცხადია, საქართველოს ნაკრებმაც მიიღო მონაწილეობა. ბორჯღალოსნებმა კალგარიში კანადა 13:0 დაამარცხეს, კენესოში აშშ-თან 21:17 იმარჯვეს, ხოლო ხუხუიში არგენტინის ნაკრებს ესტუმრნენ და 29:45 წააგეს, ანუ ამერიკული ტურნე დადებითი ბალანსით დაასრულეს.
ნოემბერში კი ჩვენს ნაკრებს ორი თბილისური ტესტი ელის. 11-ში აშშ-ის ნაკრებს ვუმასპინძლებთ, ხოლო 25-ში - კანადას, თუმცა მთავარი თამაში 18 ნოემბერსაა. თბილისის დროით 18:30-ზე კარდიფის დიდებულ „მილენიუმზე“ ბორჯღალოსნებისა და უელსის ნაკრების რკენა დაიწყება. მოლოდინი დიდია და ამ გამოცდისთვის ყველა ერთად ვემზადებით - მორაგბეებიც, მწვრთნელებიც, ჟურნალისტებიც და გულშემატკივრებიც.
სულ კი საშემოდგომო ტესტები 7 კვირას გასტანს: ბრისბენში ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებთა მატჩით 21 ოქტომბერს დაიწყება და 2 დეკემბერს უკვე ხსენებულ „მილენიუმზე“ დასრულდება, სადაც უელსი ავსტრალიას მიიღებს.
საშემოდგომო ტესტების კალენდარი
21 ოქტომბერი
ავსტრალია - ახალი ზელანდია („სანკორპი“, ბრისბენი)
28 ოქტომბერი
იაპონია - მსოფლიო ვარსკვლავები („ლეველ 5“, ფუკუოკა)
4 ნოემბერი
ბარბაროსები - ახალი ზელანდია („თვიქნემი“, ლონდონი)
იაპონია - ავსტრალია („ინტერნეშნალ“, იოკოჰამა)
11 ნოემბერი
ინგლისი - არგენტინა („თვიქნემი“, ლონდონი)
ირლანდია - სამხრეთ აფრიკა („ავივა“, დუბლინი)
შოტლანდია - სამოა („მარიფილდი“, ედინბურგი)
უელსი - ავსტრალია („მილენიუმი“, კარდიფი)
საფრანგეთი - ახალი ზელანდია („სტად დე ფრანსი“, სენ-დენი)
საქართველო - აშშ („მიხეილ მესხი“, თბილისი)
იტალია - ფიჯი (გამოცხადდება მოგვიანებით)
18 ნოემბერი
რუმინეთი - სამოა (გამოცხადდება მოგვიანებით)
ინგლისი - ავსტრალია („თვიქნემი“, ლონდონი)
უელსი - საქართველო („მილენიუმი“, კარდიფი)
შოტლანდია - ახალი ზელანდია („მარიფილდი“, ედინბურგი)
ირლანდია - ფიჯი („ავივა“, დუბლინი)
საფრანგეთი - სამხრეთ აფრიკა („სტად დე ფრანსი“, სენ-დენი)
იტალია - არგენტინა („არტემიო ფრანკი“, ფლორენცია)
25 ნოემბერი
რუმინეთი - ტონგა (გამოცხადდება მოგვიანებით)
ინგლისი - სამოა („თვიქნემი“, ლონდონი)
შოტლანდია - ავსტრალია („მარიფილდი“, ედინბურგი)
უელსი - ახალი ზელანდია („მილენიუმი“, კარდიფი)
ირლანდია - არგენტინა („ავივა“, დუბლინი)
საფრანგეთი - იაპონია („სტად დე ფრანსი“, სენ-დენი)
საქართველო - კანადა („მიხეილ მესხი“, თბილისი)
იტალია - სამხრეთ აფრიკა („ეუგანეო“, პადუა)
2 დეკემბერი
უელსი - სამხრეთ აფრიკა („მილენიუმი“, კარდიფი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თუ რაიმეზე გვაქვს პრეტენზია, ერთი ბობოლა უნდა წავაქციოთ, მსაჯიანად მოვუგოთ, თორემ ბობოლებთან მარტო ვაჟკაცურად წაგებით შორს ვერ წავალთ. ვიდრე ეს არ მოხდება, დიდი იმედები 6 ერში მიღების და ა.შ. ნუ გვექნება. 2019 წლის მსოფლიოზე ჯგუფში მესამეზე ვართ განთესილნი და მე-4 და მე-5 ადგილზე განთესილები არ იქნებიან ხელწამოსაკრავნი. ასე, რომ თუ არ გამოფხიზლდა ჩვენი რაგბის ფედერაცია და უფრო მეტად არ გააქტიურდა რაგბის განვითარების ყველა კუთხით, ჯგუფიდან გავიდეთ კი არა, მეშინია ფიასკო არ განვიცადოთ. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
ბობოლები რო წააქციო ჯერ ერთი დონის გუნდები უნდა მოიტოვო უკან, თანაც ბობოლებთანაც რეგულარული ტესტები გქონდეს და არა წელიწადში ერთი კინკილა თამაში....ფედერაცია რასაც აკეთებს კიდე მადლობა ვუთხრათ ამ პირობებში, 33 მილიონ ლარად რას ვთხოვთ მეტს? რუსეთის ერთ კლუბს "ენისეის აქვს მარტო ბიუჯეტი 50 მილიონი.... კაით რა ხალხნო ნამუსიც კაი საქონელია...
ვიდრე არ მოხდება შიგა ჩემპიონატის დონის უფრო აწევა, რაც ფულის ჩაუსებლად გამორიცხულია და საკლუბო დონეზე ევროტურნირებში მონსწილეობა ასე კუს ნაბიჯებით მოგვიწევს წინ სვლა... ამასობაში კი სხვები უკვე სირბილით გაგვასწრებენ...
ნამდვილად რაღაც არის შესაცვლელი, თორემ ჩვენი რაგბი ჯერ უძრაობაში მოექცევა და მერე უკან-უკან წავა! ლოგიკის მიხედვით, შემოდგომაზე მე პირადად ფიჯი-ტონგას ველოდი, რადგან შარშან ნოემბერში სამოა-იაპონიას უკვე ვუმასპინძლეთ, ხოლო ივნისში ოკეანეთის ყველა გუნდს ვეთამაშეთ და "ვალს" დაბრუნება უნდოდა. მაგრამ როგორც იტყვიან, "შეაყარე კედელს ცერცვი". ფაქტია, მსოფლიო რაგბს საქართველო მაგრად ჰკიდია (არ მითხრათ ახლა 20-წლამდელთა მსოფლიო ხომ ჩატარდაო - ეგ ადრე იყო გადაწყვეტილი). ეს კი ერთი მხრივ, რაგბის კავშირის ახალი უფროსობის არასაკმარისი მუშაობის ბრალია, ხოლო მეორე მხრივ - ცალკეული არასასურველი შედეგებისა (რუმინეთთან და იაპონიასთან წაგება)
დალოცვილო ეხლა რო ვწუწუნებთ რატომ ხვდება რუმინეთი უფრო ძლიერ გუნდებსო დაიმსახურა და იმიტომაც ხვდება ! ჩვენგან განსხვავებიოთ სერიოზულად მოეკიდა ერთა თასს და მოგვიგო კიდევაც ასე რომ ტიტულოვანი დღესდღეობით რუმინეთია და არა ჩვენ და მსოფლიო რაგბის მამებს სულ ცალ ფეხზე კიდიათ ჩვენ ერთა თასზე მეორე შემადგენლობით გამოვდიოდით თუ მეშვიდე @@
იაპონიასთან თბილისში და რუმინეთში წაგებებმა, კიდევ ერთხელ ნაღძობივით შეგვახსენა თავი. ევროსაკლუბოზე არაფერი ისმის, შვიდკაცა სამჯერ მერვეზე გავიდა-ფედერაცია დუმს. პატარა ხანს მგონი ინერციით მივდიოდით, ბოლოს კი მგონი გავჩერდით. გაიღვიძეთ.
კიდევ ბევრჯერ შეგვახსენებს თავს რუმინეთთან წაგებული თამაში.
იაპონია კიდევ ჩვენზე მაღლა დგას ამ ეტაპზე. სამხრეთ აფრიკა დაამარცხეს ბოლოს და ბოლოს, მაშინ როცა ჩვენ ტონგასთან მოგება და არგენტინასთან ამ ანგარიშით წაგება გვიხარია.
ჯერ ერთი თუ ქებას იღებ, კრიტიკაც უნდა მიიღო და მერე მეორე, რა ითქვა არასწორი. რა განვითარების მომტანია ჩვენთვის აშშ და კანადასთან თამაში? სჯობდა ისევ კუნძულელებთან გვეთამაშა. და ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რომ ჩვენი რაგბის ფედერაციამ მოუკლო აქტიურობას და აღარც 7 კაცას განვითარებაზე ამბობენ არაფერს და აღარც საკლუბო ტურნირებზე. გია ნიჟარაძისგან განსხვავებით, გოჩა სვანიძე არ იწუხებს თავს ზედმეტად გულშემატკივრებთან შეხვედრით.
ცოტა ტვინი გაანძრიეთ ხალხო იაპონიასთან რომ ადარებთ, იაპონია მსოფლიოს ატარებს ორ წელიწადში და ხელს უწყობენ მანდ პოპულარიზაციას რაგბისას.
მე თუ მკითხავ დიდი არაფერია ეგ იაპონია, ტონა ნატურალიზაცია აქვთ და მაინც ჩვენი დონისანი არიან.
ზოგზოგიერთებს საბამი მიეცი და თავიდან ბოლომდე შეგჭამენ
რუმინეთთან წაგება ან კავშირის უმაქნისობა(მაგათ თავის გასაჭირი ეყოფათ) არაფერ შუაში არ არის აქ.
2015 წელსვე ითხვა რომ შემდეგ ციკლში ტესტებზე ვუმასპინძლებდით და სტუმრად ჩავიდოდით ყველა ტიერ-2 გუნდთან(გარდა რუმინეთისა რადგან ისედაც ვხვდებით ყოველ წელს).
ერთი დასკვნა გამომაქვს და თუ გინდათ დამბლოკეთ, ბრაზს ვერ ვიკავებ. ჩვენი ჩაჯ... რაგბის ფედერაციის ბრალია ყველაფერი. მუქთახორები!!!
რაგბის კავშირია ისე.
მინდია მსოფლიო რაგბის კავშირს არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ჩვენ ფედერაციაზე მომდის გული რადგან აშკარად ვერ მუშაობენ ჯეროვნად. იგივე ტონგას და სამოას უკეთესი ტესტები ხვდებათ და ლამის რუმინეთსაც იაპონიაზე აღარაფერს ვამბობ ჩვენ კი წელს მეორე დონეს ვინ ჩივის, პარტნიორებიც კი არ შეგვიცვალეს და ისევ ამერიკა კანადას უნდა ვემაიმუნოთ. ჩვენი გენეტიკური პოტენციალი განიავდება ან უაზროდ გაიწელება რამის მიღწევა ასეთი უნიათოების ხელში. მარტო დგანან და წუწუნებენ სახსრების არქონაზე.
ჩვენც კავშირი გვაქვს, რაგბში ფედერაცია არცერთი ქვეყნის რაგბის კავშირს არ აქვს.
ოკეანიის გუნდები რუმინეთმა დაუმსახურებლად აგვართვა?
ასეა მეტოქის დაუფასებლობა, რუმინეთში რაც მოგვივიდა, ჩვენი ამბიციები იმან მინიმუმ 3-4 წლით უკან დასწია, როგორ შეიძლებოდა მსგავსის დაშვება არ ვიცი.
ახლა ისევ უნდა დავიმსახუროთ ის რაც გვეკუთვნის და რუმინეთთან ეხპერიმენტები და დაუფასებლობის მომენტი უნდა გამოვრიცხოთ. რა გაგიკვირდათ? რუმინეთი ჩემპიონია და უკეთესიც მას ეკუთვნის, ის კი არა არგენტინა უკვე დაგეგმილი იყო თორემ ალბათ ბრაზილიას შეგვახვედრებდნენ შედეგების მიხედვით!
რუმინელებთან მარცხამდე იყო დაგეგმილი უელსთან თამაში, ნეტავ ეგ რატომ არ გააუქმეს?
კახური 9-სართულიანი მორიგი მსოფლიო რაგბის, ზაფხულში ჰო ვეთამაშეთ.
იაპონია - მსოფლიო ვარსკვლავები,
იაპონია - ავსტრალია,
საფრანგეთი - იაპონია
თან ორი თამაში აქვთ იაპონიაში. სამოა და ტონგა რუმინეთმა აგვართვა ეგრე გამოდის. ისევ არგენტინის ჩამოყვანაზე უნდა ვიჩალიჩოთ თბილისში, სხვა ჯერ არავინ ჩანს პირველი დონის ქვეყნებიდან ვინც გვერდით დაგვიდგება
მიდი და ეჭიდავე ეხა იაპონიას.. ეხლა არ ვეთამაშეთ კანადას და აშშ-ს.. ცოტა მრავალფეროვნება მაინც შემოგვთავაზოს მსოფლიო რაგბიმ..