ლეგიონერები

22:16 | 4.07.2017 | ნანახია 4304 - ჯერ

გელა აფრასიძე: "მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის"

ფრანგული ტოპ 14-ის გრანდის, ‘მონპელიეს’ ესპუარებთან (დუბლიორები) 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 19 წლის გელა აფრასიძესთან პირველი ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა:

წყარო >>>

„გელა აფრასიძე 2016 წელს ‘ლელო სარასენსთან’ ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა და მაშინ ის მხოლოდ 18 წლის იყო. 2015 და 2016 წლებში ის საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატები ითამაშა. გარდა ამისა, 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მას ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდა. წელს ის ‘მონპელიეს’ შეუერთდა და ესპუართა გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

- როდის და რატომ დაიწყეთ რაგბის თამაში?

- რაგბზე ჩემი ძმა დადიოდა და როდესაც 12 წლის ვიყავი მეც წამიყვანა. ეს თამაში მიყვარს, რადგან მამაცების თამაშია და ჩემს ხასიათში ჯდება.

- რა გზა გაიარეთ ‘მონპელიემდე’?

- თამაში თბილისში, ‘ივერიაში’ დავიწყე, საიდანაც ‘ლელო სარასენსში’ გადავედი და 2016 წელს კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გავხდი. 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ორჯერ ვითამაშე ევროპის ჩემპიონატის ფინალი, 2015 და 2016 წლებში.

- ჯერ მხოლოდ 19 წლის ხართ და ‘მონპელიე’ თქვენი პირველი უცხოური გუნდია. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- მოხარული ვარ, რომ საფრანგეთში ჩამოვედი და უმაღლესი დონის, ტოპ 14-ში მოთამაშე პროფესიონალურ კლუბს შევუერთდი. ამავდროულად, გული მწყდება საქართველოს, მეგობრების და განსაკუთრებით ოჯახის დატოვების გამო.

- საფრანგეთი რატომ აირჩიეთ?

- იმიტომ, რომ ვფიქრობ ტოპ 14 უძლიერესი ჩემპიონატია ევროპაში და შესაძლოა, მთელს მსოფლიოშიც.

- რა იცით ‘მონპელიეს’ შესახებ?

- ვიცი, რომ ესაა უდიდესი კლუბი შესანიშნავი მოთამაშეებით, მათ შორის ქართველებით, რომელთაც ძალიან კარგად ვიცნობ. ყავს ახალი მწვრთნელი ვერნ კოტერი, რომელიც მაღალი დონიის სპეციალისტია. მასთან მუშაობა იოლი არ იქნება და ეს ჩემს პროგრესს ხელს შეუწყობს.

- რა არის თქვენი ძლიერი მხარე და რისი გაუმჯობესება გმართებთ?

- შემტევი მოთამაშე ვარ და კარშიც კარგად ვურტყამ. მიუხედავად ამისა, ბევრი უნდა ვიმუშაო, განსაკუთრებით სისწრაფეზე.

- რა არის თქვენი მიზანი ‘მონპელიეში’?

- მსურს დავიმკვიდრო ადგილი პირველ გუნდში და საუკეთესოდ მოვემზადო 2019 წლის მსოფლიო თასისთვის, სადაც იმედია საქართველოს ნაკრებთან ერთად გავემგზავრები.

- თქვენ იყავით საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი და ითამაშეთ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი.

- ჩემთვის იყო უდიდესი პატივი ამ კვართის ტარება და საკუთარი ქვეყნის წარდგენა, რამაც ჩემი პასუხისმგებლობა ერთი-ორად გაზარდა.

- მიშა ნარიაშვილმა და დავით ქუბრიაშვილმა ჩვენი სასწავლო ცენტრი გაიარეს, ახლა კი პირველ გუნდში არიან. ეს თქვენთვის დამატებითი მოტივაციაა?

- რა თქმა უნდა. მოხარული ვარ ჩემს კოლეგებს რომ შევუერთდი, მათ ვის მხარდამხარაც მოედანზე მითამაშია. ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. მათ ხშირად ვესაუბრები და ვეკითხები ‘მონპელიეს’ შესახებ.

- მზად ხართ ახალი გამოწვევისთვის?

- რა თქმა უნდა და მოუთმენლად ველი.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:26 | 07.07.2017
dinamo222 (692)

კარგია თავიდან დუბლებში რომ დაიწყებს შეეჩვევა იქაურობას და სათამაშო პრაქტიკაც მეტი ექნება

16:09 | 06.07.2017
buratino (480)

აბა შენ იცი, გელა! ტექნიკა კარგი გაქვს და მოედნის ხედვა, ახლა ფიზიკაშიც მოუმატე და ხელით პასებიც დახვეწე და ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახდები მომდევნო წლებში

03:42 | 06.07.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ გელა ! ! !

12:56 | 05.07.2017
geogoli (367)

წარმატებები გელა, იცოდე შენი იმედი გვაქვს და გაგვიმართლე

10:16 | 05.07.2017
BEERTRANCE (1073)

აბა შენ იცი, ღმერთმა ტრავმა გაშოროს და შენი სანიმუშO თამაშებით გაგვეხაროს.

01:17 | 05.07.2017
davit-tg (12)

წარმატებებს გისურვებ! საბოლოოდ ნუ მივატოვებთ ამ ჩვენ ლამაზ საქართველოს თორემ სხვა მხრივ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ნიჭიერო ქართველებო.

0.082225