საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბე გელა აფრასიძე ოფიციალურად “მონპელიეს” მოთამაშეა. ამის შესახებ ფრანგული კლუბის ვებგვერდი იტყობინება. 19 წლის 9 ნომერმა ტოპ 14-ის კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
აფრასიძე აქამდე “ლელო სარასენსის” რიგებში გამოდიოდა და 2016 წელს საქართველოს ჩემპიონიც გახდა. ცოტა ხნის წინ დასრულებულ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე კი დიდებულად ითამაშა.
დებიუტი უკვე ბორჯღალოსნების შემადგენლობაშიც ჰქონდა და ეროვნული ნაკრების მაისური 2-ჯერ მოირგო.
რაც შეეხება “მონპელიეს”, ამ კლუბმა ტოპ 14-ში ყველაზე დიდ წარმატებას 2011 წელს მიაღწია, როდესაც მეორე ადგილი დაიკავა. აფრასიძის გარდა ამ გუნდში კიდევ ხუთი ქართველი ირიცხება: მიხეილ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი, კოტე მიქაუტაძე, უშანგი ჭეიშვილი და გიორგი გოგოლაძე. 2005-2014 წლებში კი, “მონპელიეში” მამუკა გორგოძე თამაშობდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები ლომო!
ძირითას გუნდში არაა დუბლებში ჩარიცხეს
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი რაგბის ხვალინდელ იმედს
წარმატებები გელას
უკანა ხაზელების ნაკლებობა მართლა გვაქვს ელიტარულ დონეზე და იმედია ეს დეფიტიც აღმოიფხვრება და ყველა პოზიციაზე გვეყოლება მორაგბე რომელსაც ექნება მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილებაა
წარმატებას გისურვებ გელა ! ! !
მონპელიეს ფეისბუქ გვერდზე არ მოჰყვა კარგი გამოხმაურება, იმ გაგებით რომ მოითხოვენ ფრანგს ახალგაზრდებს მიეცეს საშუალება თამაშის და არა ლეგიონერს. რაღაც მხრივ მესმის მათი, მაგრამ იმედია გელა დაუმტკიცებს რომ იმსახურებს თამაშს
ეგ ყოველთვის მასე იქნება, და თან ზოგადად არის ფრანგებში მაგ პროტესტი რო უცხოელებს ვზრდით და ჩვენებს ვაიგნორებთო. გელამ ნამდვილად თავად უნდა დაამტკიცოს რო ღირსია ტოპ14-ში თამაშის.
ნახევარზე მეტი ეთნიკურად აფრიკელი ცხოვრობს საფრანგეთში და ახლა მოუნდათ პატრიოტიზმიი
აფრიკელები არაბები უსკაგლაზები სომხები პოლონელები ამ ცასულებით გადატენილია საფრანგეთი და მაინდამაინც ქართველებზე დაიწყებენ ყვირილს ჩვენ ხო ყველას დაბალი ღობე ვგონივართ @@
წარმატებები
წარმატებები