ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბ სონი ბილ უილიამსს ენტონი უოთსონის წინააღმდეგ უხეში თამაში ძვირად დაუჯდა. 31 წლის ვარსკვლავი მსოფლიო რაგბის მიერ ერთთვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
როგორც იცით, უილიამსმა შაბათს ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან წაგებული (21:25) მატჩის 25-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო: “ოლ ბლექსის” მოთამაშე ენტონი უოთსონს მხრით სახეში შეასკდა და კინაღამ მძიმე ტრავმა მიაყენა.
ამრიგად, უილიამსი ახალი ზელანდიის ნაკრებს ლომებთან მესამე ტესტში ვერ დაეხმარება, ხოლო “ბლუზს” სუპერ რაგბის გათამაშების უკანასკნელ ტურში არ ეყოლება.
ცნობისთვის, 31 წლის შუამარბი უკანასკნელი 50 წლის განმალობაში პირველი მორაგბე აღმოჩნდა, რომელმაც “ოლ ბლექსის” მაისურით წითელი ბარათი მიიღო.
უილიამსის გაძევების ეპიზოდი:
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია