ცოტა არ იყოს, მოულოდნელი ამბავი გავრცელდა ფრანგულ პრესაში. ტოპ 14-ში დაბრუნებულ „აჟენში“ შვებულება დამთავრდა და შაბათს, 1 ივლისს გუნდის მორაგბეები - ძველებიც და ახალწვეულებიც, კლუბის ბაზაზე შეიკრიბნენ. ყველა გამოცხადდა, ერთის გარდა. გაირკვა, რომ ერთ-ერთმა ახალწვეულმა, ქართველმა პირველხაზელმა გაგი ბაზაძემ კლუბთან ახალდადებული კონტრაქტი გაწყვიტა, რაგბის თამაშს შეეშვა და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგდა...
არადა, 24 წლის მარჯვენა ბურჯმა „აჟენთან“ 2-წლიანი კონტრაქტი მაისის ბოლოს გააფორმა და კლუბის ხელმძღვანელებს ახალი სეზონისთვის შერკინების დაკომპლექტების საქმე დასრულებული ეგონათ. ახლა კი გაირკვა, რომ ბაზაძის პოზიციაზე „აჟენში“ კადრების დეფიციტია და კლუბი ლიგის ხელმძღვანელობისთვის გამონაკლისის დაშვების და ერთი დამატებით ტრანსფერის განხორციელების თხოვნით მიმართავს.
ასეა თუ ისე, გაგი ბაზაძემ კარიერა დაასრულა, არადა ახალგაზრდა მორაგბეს შესაშური ფიზიკური მონაცემები (188 სმ, 130 კგ) აქვს და არც გამოცდილება დაეწუნება. ქუთაისელი ჭაბუკი 18 წლის ასაკში აშშ-ში აღმოჩნდა, სადაც ჯერ ნახევრად სამოყვარულო დონეზე თამაშობდა, შემდეგ კლუბ “ოლდ ბლუს” ღირსებას იცავდა. ეს კი არა, ამერიკის შეერთებული შტატების 20-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებაც და ამ ქვეყნის მოქალაქეობაც მიიღო, თუმცა სანაკრებო დონეზე თამაშმა არ მოუწია.
შემდეგ , 2012-ში ბაზაძე საფრანგეთის ტოპ 14-ის “მონპელიეში” ჩაირიცხა, სადაც ესპუარებში ორი სეზონი გაატარა, რასაც მოყვა პრო დ2-ის “მასიში” განათხოვრება. იქ 21 წლის ბურჯი მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ისიც 15 წუთით შეუშვეს მინდორზე. “მასიდან” გაგი ფედერალ 1-ში მოასპარეზე “ლილში” გადავიდა, მაგრამ მცირე ხნით – მას თვალი “ლა როშელმა” დაადგა და 2015-16 წლების სეზონი ბაზაძემ ფრანგულ ელიტაში გაატარა.
ისე მოხდა, რომ ტოპ 14-ში თავისი სადებიუტო მატჩი ბაზაძემ იმ “მონპელიეს” წინააღმდეგ ჩაატარა, რომლის ესპუარებში ამ დონეზე მოსახვედრად ემზადებოდა. შეცვლაზე შესვლიდან 16 წუთში გაგი ბაზაძემ პროფესიულ კარიერაში პირველი ლელო დადო. ასეთი იღბლიანი დებიუტი გაოუვიდა ნიჭიერ მორაგბეს.
მაგრამ “ლა როშელში” დამკვიდრება ვერ მოახერხა – ჩემპიონატის მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მწვრთნელები ჩელენჯ კაპზე ათამაშებდნენ, სადაც 5 შეხვედრაში ირაგბა.
გასულ ზაფხულში კი გაგი ბაზაძე “მონპელიეში” დაბრუნდა, მაგრამ ვერც თავის ძველ-ახალ კლუბში მოიკიდა ფეხი (ტოპ 14-ის 7 მატჩში 1 ლელო და 2 სინბინი) და გადაწყვიტა, კარიერა ისეთ გუნდში გაეგრძელებინა, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნებოდა. როცა გამოჩნდა “აჟენის” ვარიანტი, მხარეები მალევე მორიგდნენ და 2-წლიანი ხელშეკრულებაც დადეს. ამიტომაცაა, რომ გაგი ბაზაძის რაგბიდან წასვლის გადაწყვეტილება გაკვირვებას იწვევს - სწორედ მაშინ, როცა ახალი კარიერული პერსპექტივა გაუჩნდა, ახალგაზრდა სპორტსმენმა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.
„აჟენში“ კი, შარშანდელივით, 3 ქართველი დარჩა: ბურჯები გიორგი თეთრაშვილი და ვახტანგ ახობაძე, ასევე უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე. შარშან კლუბში ბურჯი გიორგი მარგველიანიც იყო, მაგრამ ძირითად გუნდში არ ათამაშებდნენ, და მანაც 25 კილომეტრის დაშორებით, „ვალანს დაჟენს“ მიაშურა, რომელიც ფედერალ 1-ში ასპარეზობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
????????????????????????????????????????
მაგრად მწყინს როცა საჯიშე ქართველები მიდიან საქართველოდან. ეს აშშ წავიდა და იქ დაფუძნდა. ლაბაძე, ზედგენიძე, ზირაქიშვილი და ბევრი სხვა მორაგბე კარგა ხანშია საფრანგეთში ცხოვრობენ და იქაური მოქალაქეობა მიიღეს. სპორტის სხვა სახეობებშიც მასეა. მარტო სპორტსმენები არ რჩებიან, ბევრი მეცნიერი, ექიმი, მომღერალი, ხელოსანი... სამუდამოდაა წასული საქართველოდან ევროპაში, აშშ, ავსტრალიაში, თურქეთში, რუსეთში... ისინი და მისი შვილები სამუდამოდ დაკარგულია საქართველოსათვის. მარტო სპორტში - ჯიქიამ რუსეთის ნაკრები არჩია საქართველოს ნაკრებს (ფეხბურთი), ასეთები კიდევ ბევრია, მე მხედველობაში არ მყავს იქ დაბადებულებზე, რომლებსაც დედა არა ქართველი ყავს, არამედ აქედან წასული ქართველები მყავს მხედველობაში. ბევრი მერე რუსეთის პოლიტიკას ამართლებენ და რუსეთზე ჭკუა ეკეტებათ (ვინც რუსეთშია - პოლიტიკოსი, მომღერალი, სპორტსმენი, ბიზნესმენი...). ნახეთ რაგბში რაფავას შვილი ელოდება მიიღებენ თუ არა ინგლისის ნაკრებში, თუ არა მერე იფიქრებს საქართველოს ნაკრებში თამაშზე. ბევრია ასეთი. მე მათ არ ვამტყუნებ, მე მწარე სიმართლეს ვამბობ. გული მტკივა, გასკდომაზეა როცა ვფიქრობ რა მოყვება ამას - ერის განადგურება და ჩვენი გენის დაღუპვა. ტირილი მინდება. შობადობა ძლიერ დაეცა. ვინცაა ისინიც გაქცევისკენაა მიმართული. ჩვენ კი სომხები არა ვართ, საუკუნეების მერეც, რა ერზეც არ იყოს დაქორწინებული მაინც მათი შთამომავლობა სომხებად რჩებიან, ქართველი კი რამდენიმე წელიდაში (ყველა არა? მაგრამ დიდი უმრავლესობა კი) კარგავს ქართველობას.
მარტო ეგეთები კიდე რა გვიჭირს, ბანდიტ ნაძირლებიც უხვადაა.
მეეჩვება კარიერა დაასრულოს)))
ალბათ ამერიკაში ითამაშებს და ეს ხრიკი იყო : )))
ამერიკაში ცხოვრება და თამაში ასწორებს ...
არც მე მგონია რო კარიერა დაესრულებინოს 24 წლის ასაკში კარიერას ვინ ასრულებს