7-კაცა

15:46 | 1.07.2017 | ნანახია 2257 - ჯერ

7-კაცამ გრან პრი გერმანიის ძლევით დაიწყო

ჩვენმა 7-კაცამ ევროპის გრან პრის მესამე, კლერმონის ეტაპის პირველ მატჩში გერმანია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა - 14:12.

შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა და მეტოქე 12:0 იგებდა. ლევან გოგოლაშვილმა ფინტებით მცველები მარცხენა ფლანგზე მოაგროვა, ბურთი მარჯვნივ ჩაათამაშდა და ბექა ურჯუკაშვილმა ერთი ლელო გაქვითა, ხოლო მამუკა ნინიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა. საფინალო სასტვენამდე 40 წამით ადრე, კვლავ მარჯვენა ფლანგზე აკაკი ტაბუცაძე გაიქცა, ნინიძე ისევ ზუსტი იყო და უშუალო კონკურენტს 14:12 ვძლიეთ.

მომდევნო მატჩს 15:29 საათზე ესპანეთის წინააღმდეგ გავმართავთ. ესპანეთმა პირველ შეხვედრაში პორტუგალია 26:7 დაამარცხა.

საქართველოს რაგბის აკადემიის ფეისბუკის გვერდი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:40 | 04.07.2017
პანტელეიმონი (1218)

??????????????????????????????????????

0.098339