ქართული

11:29 | 30.06.2017 | ნანახია 4540 - ჯერ

ზირაქაშვილის კიდევ ერთი აღიარება

პოპულარულმა ფრანგულმა საიტმა Leclubrugby-მ გასული სეზონის ტოპ 14-ის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და როგორც მოსალოდნელი იყო, ამ გუნდის მარჯვენა ბურჯი დავით ზირაქაშვილია. მოგეხსენებათ, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და არაერთი გამოცემის მიერ შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. და აი, ზირაქაშვილის მორიგი აღიარებაც:

„თვალშისაცემი იყო, რომ გასულ სეზონში „კლერმონის“ მარჯვენა ბურჯი იმპერატორივით აღემატებოდა კონკურენტებს - როგორც ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით, ისე სტაბილურობის მხრივაც. ქართველს იდეალური სეზონი ჰქონდა“ - აი, ასე, მოკლედ და ზუსტად დაახასიათა Leclubrugby-მ დავით ზირაქაშვილი.

იგივე გამოცემამ სარეზერვო მარცხენა ბურჯად „ბრივისა“ და საქართველოს ნაკრების მორაგბე კარლენ ასიეშვილი აირჩია.

უკანა ხაზი

15. ბრის დულენი (საფრანგეთი, „რასინგი“)

14. ვაისეა ნაიაკალევუ (ფიჯი, „სტად ფრანსე“)

13. დამიან პენო (საფრანგეთი, „კლერმონი“)

12. ფრანსუა სტეინი (სამხრეთ აფრიკა, „მონპელიე“)

11. დევიდ სმითი (სამოა, „კასტრი“)

10. კამილ ლოპესი (საფრანგეთი, „კლერმონი“)

9. ანტუან დიუპონი (საფრანგეთი, „კასტრი“)

შერკინება

1. სირილ ბაი (საფრანგეთი, „ტულუზი“)

2. გილემ გირადო (საფრანგეთი, „ტულონი“)

3. დავით ზირაქაშვილი (საქართველო, „კლერმონი“)

4. არტურ იტურია (საფრანგეთი, „კლერმონი“)

5. ლეონე ნაკარავა (ფიჯი, „რასინგი“)

6. ლიამ გილი (ავსტრალია, „ტულონი“)

7. ანტონი ჟელონში (საფრანგეთი, „კასტრი“)

8. ვიქტორ ვიტო (ახალი ზელანდია, „ლა როშელი“)

სათადარიგოები:

გაეტან ჟერმენი (საფრანგეთი, „ბრივი“), კარლენ ასიეშვილი (საქართველო, „ბრივი“), გიიომ რიბი (საფრანგეთი, „ბრივი“), მიკაელ ივალდი (საფრანგეთი, „ლიონი“), კარლ ფირნსი (ინგლისი, „ლიონი“), სტივენ არმიტიჯი (ინგლისი, „პო“), მალიკ ჰამადაში (ალჟირი, „პო“), ვადიმ კობილაში (მოლდოვა, „ბორდო“), პოლ ვილემსი (სამხრეთ აფრიკა, „მონპელიე“), ჯონე ნგოვუ (ფიჯი, „ლა როშელი“).


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:20 | 30.06.2017
BEERTRANCE (1073)

აღარც მიკვირს

14:00 | 30.06.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

13:08 | 30.06.2017
zangura (109)

რა ალჟირის რის მოლდოვა? : ))))))))))

0.079898