უცხოური

9:25 | 30.06.2017 | ნანახია 2855 - ჯერ

ახალი ზელანდია – ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები: შემადგენლობები

ახალი ზელანდიის ნაკრებისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების თავკაცებმა მათი მეორე დაპირისპირებისთვის შემადგენლობები გამოაცხადეს.

ორივე გუნდში გარკვეული ცვლილებებია. “ოლ ბლექსს” ტრავმების გამო რაიან კროტი და ბენ სმიტი არ ეყოლებიან, რომელთაც ენტონ ლინერტ-ბრაუნი და ვაისაკე ნაჰოლო ჩაანაცვლებენ. ლომების რიგებში კი ჯორჯ კრუსის, პიტერ ო’მაჰონის და ბენ ტე’ოს ნაცვლად, სემ უორბარტონი, მარო იტოჟე და ჯონათან სექსტონი ითამაშებენ, ხოლო ოუენ ფარელი ამპლუას შეიცვლის და მგეზავის მაგივრად, შუამარბის პოზიციაზე დადგება.

ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს ახალზელანდიური ტურნეს დარჩენილ ორ მატჩში რობი ჰენშოუ და ჯორჯ ნორსი ვეღარ დაეხმარებიან. აღნიშნული ინფორმაცია ლომების ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ორივე მოთამაშე “ჰარიკეინსთან” ფრედ (31:31) დასრულებულ მატჩში დაშავდა. სერიოზულად ტრავმირებულ მორაგბეებს შინ დაბრუნება მოუწევთ.

ჰენშოუმ მიმდინარე ტურნეზე 4-ჯერ ითამაშა, ხოლო ნორსმა ლომების მაისური 3-ჯერ მოირგო და 1 ლელო გაიტანა.

ახალი ზელანდიის ნაკრები

უკანა ხაზი

15. იზრაელ დაგი
14. ვაისაკე ნაჰოლო
13. ენტონ ლინერტ-ბრაუნი
12. სონი ბილ უილიამსი
11. რიეკო იოანე
10. ბიოდენ ბარეტი
9. აარონ სმიტი

შერკინება

1. ჯო მუდი
2. კოდი ტეილორი
3. ოუენ ფრენკსი
4. ბროდი რეტალიკი
5. სემ უაითლოკი
6. ჯერომ კაინო
7. სემ კეინი
8. კირან რიდი (კაპ.)

მარქაფა

16. ნათან ჰარისი
17. უაიტ კროკეტი
18. ჩარლი ფაუმუინა
19. სკოტ ბარეტი
20. არდი სავეა
21. ტიჯეი პერენარა
22. აარონ კრუდენი
23. ნგანი ლაუმაპე

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები

უკანა ხაზი

15. ლიამ უილიამსი
14. ენტონი უოტსონი
13. ჯონათან დევისი
12. ოუენ ფარელი
11. ელიოტ დეილი
10. ჯონათან სექსტონი
9. კონორ მიურეი

შერკინება

1. მაკო ვუნიპოლა
2. ჯეიმი ჯორჯი
3. ტაჯ ფურლონგ
4. მარო იტოჟე
5. ალან ვინ ჯონსი
6. სემ უორბატონი (კაპ.)
7. შონ ო’ბრაიანი
8. ტაულუპე ფალეტაუ

მარქაფა

16. კენ ოუენსი
17. ჯეკ მაკგრეთი
18. კაილ სინკლერი
19. კორტნი ლოუსი
20. სიჯეი სტენდერი
21. რის ვები
22. ბენ ტე’ო
23. ჯეკ ნოუელი

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება ველინგტონში 1 ივლისს საქართველოს დროით 11 საათსა და 35 წუთზე დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081169