20-წლამდელები

12:37 | 29.06.2017 | ნანახია 1627 - ჯერ

20-წლამდელების ვიზიტი საკრებულოში

უმცროსი ბორჯღალოსნები თბილისის წარმომადგენლობით ორგანოს ეწვივნენ და საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ალიბეგაშვილს შეხვდნენ.

ერთი კვირის წინ საქართველოში (თბილისი და ქუთაისი) დასრულებულ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მე-10 ადგილი დაიკავეს და პლანეტის 12 უძლიერესს შორის გაისადაც ითამაშებენ.

ეს შეხვედრა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით შედგა. მიღება დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გაიმართა, ის გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა და თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი სპორტული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

უმცროს ბორჯღალოსნებს სიტყვით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემაც მიმართა და მათ დიდ სპორტში წარმატებები უსურვა.

შეხვედრის დასასრულს, საკრებულოს წევრებმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცეს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:29 | 29.06.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

0.081035