გულშემატკივრის გვერდი

19:19 | 28.06.2017 | ნანახია 16634 - ჯერ

„ყველა ბორჯღალოსანი ნაომარი, დაქანცული და იმედგაცრუებული იყო“

ჩამოვედი ხუხუიდან დაღლილი, მაგრამ ემოციებით სავსე. დიდი ხანია, ამ თამაშს ველოდებოდი, თბილისში წავლაც კი გადავწიე ამის გამო, და მიხარია, რომ იმედები არ გამიცრუვდა. თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობს და, კარგ შედეგად 20 ქულით წაგება მიმაჩნდა, იმედიც არ მქონდა რამის, რომ მივდიოდი. ეს ნაკრები ჩემთვის N1 გუნდია სპორტში და თან, სადაც ბრაზილიელი დიეგო დუბარდი ჩადიოდა ხუხუიში, იქ ჩემი წაუსვლელობა სირცხვილი იყო (ისედაც სულ სამი ქართველი ვიყავით).

ასეთი დონის მატჩი ხუხუიში პირველად ჩატარდა და ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან მონდომებული იყო. ბიჭებს კარგი პირობები ჰქონდათ, არგენტინელები შესანიშნავად მასპინძლობდნენ, ადგილობრივი მოსახლეოეობაც ძალიან კეთილგანწყობილი იყო.

თამაშს რაც შეეხება, ლოჟაში ვუყურე და არგენტინის რაგბის კავშირის მაღალი ჩინების შეფასებები ძალიან სასიამოვნო იყო. არაფერი შეშლიათ, არც ლელოებზე და კარგ თამაშზე ტაშის დაკვრა და არც მსაჯის კრიტიკა საეჭვო გადაწყვეტილებებისას.

თამაშის მერე ფეისბუქზე რომ შევიხედე, ისე მომეჩვენა, რომ კრიტიკა სჭარბობდა. არადა, 4 ლელო პირველად დავუდეთ ტიერ 1-ის გუნდს, რომელმაც სასტარტო შემადგენლობა დაგვიყენა, რამდენიმე ტრავმირებულს თუ არ ჩავთვლით, ამ შემადგენლობით თამაშობენ „პუმები“/“ხაგუარესი“ ოთხ ერსა და სუპერ რაგბიში რამდენიმე წელია.

დაცვაზე იყო კრიტიკა, მაგრამ წინა ორ თამაშში არგენტინამ 34 და 25 ქულა გააკეთა ინგლისთან და საქართველოსთან 45 ქულა კანონზომიერია, მით უმეტეს, რომ ჩვენ ტიერ 1-ის გუნდთან წელიწადში ერთხელ ვთამაშობთ ტესტს, შესაბამისად, არ გვაქვს ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება.

იმან, რომ თითქოს მოგება შეგვეძლო, არ უნდა მოგვატყუოს. ამ დონეზე მოგებას სხვა რამ სჭირდება.

თამაშის მერე, წაგების მიუხედავად, კმაყოფილების გრძნობა მქონდა, მაგრამ, რაც ყველაზე გასახარია, ვერცერთ მოთამაშეს შეატყობდი. ყველა ნაომარი, დაქანცული და იმედგაცრუებული იყო.

მოკლედ, ეს სამი დღე არასდროს დამავიწყდება.

გოგი გაფრინდაშვილი ბუენოს აირესიდან


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:12 | 29.06.2017
BEERTRANCE (1073)

გაორებული გრძნობის მიუხედავად მაინც კმაყოფილი ვარ ამ თამაშით. კი არგენტინელები მოდუნდნენ ცოტა მარა აი ჩვენებემა რო ბოლომდე იბრძოლეს და ბოლო 20 წუთში ვიძალეთ ეგ დასაფასებელია.

23:38 | 28.06.2017
გოჩა (2)

აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა: მალე ჩვენ ვიქნებით (თუ ასე გაგრძელდა პატარებში რაგბის სიყვარული), ნომერ პირველი გასაწევი ძალა მთელ მსოფლიოში. შეხედეთ რა ხდება, შერკინება გახდება ჩვენი და ხელითბურაობასაც მალწ დავხვეწთ. სულ რაღაც 10 წელიწადში ძალით რომ ეცადნონ ჩვენს ჩამოშორებას, მინც მოვექცევით სათავეში, ( ერთი გვინდა სწორი სუნთქვა და კვების სპეციალისტები პატარობიდანვე )

00:13 | 29.06.2017
test (124)

ღმერთმა გისმინოს მეგობარო !!! აი მე რაც მგონია, არის რომ დაგეგმილზე ადრე მიგვიღებენ ექვს ერში. ))))) ინგლისელების გამოთქმაა ვინც იგებს შერკინებას ის იგებს თამაშსო, ხოდა პატარა კიდე უნდა ხელის შევლება დაიხვეწებიან და სად წაგვივლენ მერე ტიერ1 ქვეყნები?!

20:40 | 28.06.2017
პანტელეიმონი (1218)

საამაყო ხალხი ხართ ბორჯღალოსნებო ! ! !

19:46 | 28.06.2017
ogafa (407)

იმედია უფრო გაგვახარებენ

19:29 | 28.06.2017
temuchin (431)

წინ დიდი სიხარულისა და ეიფორიის დღეები მეგულება ჩვენს ლომებთან ერთად!

0.071842